6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 10 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი: დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 […]

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში კორპორაციული ღონისძიებების ჩატარებისგან თავს იკავებენ და ჯავშნებიც აღარ არის – BTL GEORGIA

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში კორპორაციული ღონისძიებების ჩატარებისგან თავს იკავებენ და ჯავშნებიც აღარ არის – BTL GEORGIA ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ტურიზმის სექტორზე ყველაზე მეტად აისახება. კორპორაციული ტურიზმი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კონფერენციების ორგანიზებას ითვალისწინებს. საქართველო ყოველწლიურად უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციას მასპინძლობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალრიცხოვანი დელეგაციებით ჩამოდიან, თუმცა ბოლო პერიოდში ტურიზმის ეს მიმართულება დეფიციტს განიცდის. „არანაირი შეკვეთები აღარ […]

ბორის პისტორიუსი – რუსეთი თავის ჯარს, ყოველწლიურად, 1000-1500 ტანკს აწვდის – დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ევროპის ხუთ უდიდეს ქვეყანას ერთად აქვს მარაგში

რუსეთის ფედერაცია არის და დარჩება ყველაზე დიდ სამხედრო საფრთხედ გერმანიისთვის, – Tagesschau-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბუნდესტაგში განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი მთლიანად ომის ეკონომიკაზე გადავიდა და თავის ჯარს, ყოველწლიურად, 1 000-1 500 ტანკით ამარაგებს. „რუსეთი მთლიანად გადავიდა ომის ეკონომიკაზე და ჯარს, ყოველწლიურად, 1000- 1500 ტანკს აწვდის. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე […]

ქერჩის რაიონში აფეთქებები იყო, ე.წ. ყირიმის ხიდი დროებით დაკეტეს

6 დეკემბერს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ ქერჩის რაიონში. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან. რუსეთის მიერ აშენებული ე.წ. ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდისკენ მიმავალი გზების საინფორმაციო ცენტრის ოპერატიული არხით დილის 6 საათისთვის გავრცელდა შეტყობინება, რომ ხიდზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა დროებით შეწყვეტილია. მიზეზი დასახელებული არ ყოფილა. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, […]

რა იქნება პოლონეთის პრიორიტეტები ევროკავშირის თავმჯდომარეობის პირობებში?

რა იქნება პოლონეთის პრიორიტეტები ევროკავშირის თავმჯდომარეობის პირობებში? ევროკავშირის უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და კონკურენტუნარიანობის საკითხები გახდება პრიორიტეტული, როდესაც პოლონეთი მიიღებს გაერთიანების თავმჯდომარეობას, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა. ამის შესახებ Associated Press–ი იუწყება. „თავმჯდომარეობის პრიორიტეტები იქნება უსაფრთხოება ფართო გაგებით, ენერგეტიკა, როგორც ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელიც აუცილებელია ევროკავშირისთვის სრული კონკურენტუნარიანობის აღსადგენად, მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის დაცვა, სამართლიანი კონკურენცია“, – განაცხადა […]

$50 მილიონის პროექტები, რაზეც ბოლო წლები ვმუშაობდით, თაროზე შემოიდო – ლევან ყარალაშვილი

ქვეყანაში შექმნილი გაურკვევლობის ფონზე, ინვესტორებმა საქართველოში ახალი პროექტების განხორციელება შეაჩერეს. ლევან ყარალაშვილი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თაროზე შემოდებულია 50 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ევროპელ პარტნიორებთან ერთად გეგმავდნენ. „გაკვირდებით“ – ასე პასუხობენ ისინი ქართველ პარტნიორებს. “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი მოშლილია და რეპუტაციული რისკების გათვალისწინებით ინვესტორებს საქართველოს […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის 33 დრონი და ორი უპილოტო კატერი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის რეგიონებში 33 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, შავ ზღვაში კი – ყირიმისკენ მიმავალი ორი უეკიპაჟო კატერი გაანადგურა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში შეჩერდა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 33 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი […]

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის და მირაქიშვილის ქუჩის მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტალის, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, დავითიანის […]

პიტერ სიიარტო – უნგრეთის სამშვიდობო მისია გრძელდება – უნდა ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისთვის

უნგრეთის სამშვიდობო მისია გრძელდება, ბოლოდროინდელი მოვლენები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ან ძალიან ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ან საშინელი ესკალაციის ზღვარზე ვართ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, 20 იანვრამდე შეუქცევადი ნაბიჯები ქმედებები არ უნდა განხორციელდეს. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საკომუნიკაციო არხები ღია იყოს და ეუთო ამისთვის […]

ლავროვი აშშ-ს აკრიტიკებს საქართველოს არჩევნების შესახებ ეუთოს ანგარიშის „იგნორირებისთვის”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ გააკრიტიკა იმის გამო, რომ თუ რომელიმე ქვეყანაში არჩევნების შედეგები არ მოსწონს, ეუთოს დადებით ანგარიშებს არაფრად აგდებს. ამერიკელ პოპულისტ და შეთქმულების თეორიების მიმდევარ ჟურნალისტთან, ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ლავროვმა მაგალითად მოიყვანა საქართველოში ჩატარებული ბოლო საპარლამენტო არჩევნები. ინტერვიუ, რომელიც კარლსონმა რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში ჩაწერა, რუსეთის […]