პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება კიდევ ერთხელ მიულოცა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ადასტურებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებს […]
ედგარს რინკევიჩსი – საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია

საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ქალაქ კლაიპედაში, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, გიტანას ნაუსედასთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა თავად საქართველოზეა დამოკიდებული – ქვეყანას ევროპული გზის გაგრძელება სურს, თუ მისი შეჩერება ან შეწყვეტა. „ვუერთდები ჩემს […]
მოსამართლემ ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, ზურა დათუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მოსამართლე ლელა ბილდენბერგმა მას სიტყვიერი გაფრთხილე გამოუცხადა. მოსამართლემ დათუნაშვილი როგორც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, ასევე წვრილმან ხულიგნობაში სამართალდამრღვევად ცნო. მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით არც ჯარიმა და არც პატიმრობა არ გამოუყენებია. ზურა დათუნაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმ […]
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, „საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუმინეთში საარჩევნო პროცესი სრულად განახლდება და არჩევნების ახალ თარიღს ქვეყნის მთავრობა დანიშნავს. მოსამართლეებმა […]
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე პოლიციის კორდონია მოწყობილი და აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდულია. პარლამენტის წინა მხარეს, სადაც რკინის ჯებირებია განთავსებული, აქციის მონაწილეთა ნაწილია შეკრებილი. ისინი პროტესტს ჯებირებზე ბრახუნით, შეძახილებითა და სტვენით გამოხატავენ. უკვე მეცხრე დღეა, რაც თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გპარლამენტთან პროტესტი გრძელდება – კვლავ გადაკეტილია […]
ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, თითქოს პოლიციას მოვუწოდებ, მომიტინგეები ძვლებში გაადაამტვრიონ
„ყველა ზღვარს გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ასეთი „ფეიკებით“ არის გაჯერებული „ნაცური“ პროპაგანდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კახა კალაძემ სრული ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მისი თქმით, დამახინჯებულად არის ამოჭრილი და გადამონტაჟებული. „ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, რომლებიც საზოგადოებას უმალავენ სიმართლეს. […]
“75-80 წლამდე ბაბუა მიეჭრა პოლიციელს, რატომ დაიჭირე ჩემი შვილიშვილი, შე რუსო და ხიხოს დაბნეულმა ტიტუშკამ…” – რას წერს მეგი გოცირიძე

ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე: ვიღაც იღებდით ტელეფონით და იქნებ დადოთ რა პირველი სკოლის წინ, მიწისქვეშა ამოსასვლელთან პოლიციელს მიეჭრა 75-80 წლამდე ბაბუა და რატომ დაიჭირე ჩემი შვილიშვილი, შე რუსოო და ხიხოს დაბნეულმა ტიტუშკამ: მე არ დამიჭერიაო, შენ მისდევდი , ორი დღეა გეძებ და გიპოვნეო, არა ბატონო , მე არავის დავსდევ, მხოლოდ ვდგავარო და სულ დგახარო, ახლაც […]
ჩელენჯ თასი | “შავი ლომი” ახალ სეზონს იწყებს

ჩელენჯ თასზე ‘შავი ლომის’ დებიუტი გასულ სეზონში შედგა. გუნდმა ოთხიდან ერთი თამაში მოიგო, უელსში ‘სქარლეთსი’ 23:7 დაამარცხა, ინგლისურ ‘გლოსთერთან’ კი მცირე სხვაობისთვის (10:15) ნუგეშ-ქულა ერგო და 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი (5 ქულით) დაიკავა. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ‘სქარლეთს’ უელსში წელსაც ეწვევიან. ეს 15 დეკემბერს მოხდება, მანამდე კი, 7 დეკემბერს თბილისში, “მიხეილ მესხზე” ფრანგულ ‘ვანს’ 17 საათზე […]
ედგარს რინკევიჩსი – საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია

საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ქალაქ კლაიპედაში, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, გიტანას ნაუსედასთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა თავად საქართველოზეა დამოკიდებული – ქვეყანას ევროპული გზის გაგრძელება სურს, თუ მისი შეჩერება ან შეწყვეტა. „ვუერთდები ჩემს […]
ნაუსედა: დეკემბერში საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ქალაქ კლაიპედაში ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავენ. ნაუსედას ცნობით, კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. “უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებული ვითარება სრულიად განსხვავდება 2008 წლის ვითარებისგან, როდესაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა ქვეყანაში და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის […]