„რომელი უცხოელი მოინდომებს ჩამოსვლას, როცა ტელევიზორში უყურებს რაც აქ ხდება. თუ ეს პროცესი დიდი ხანი გაგრძელდა ძალიან დიდ დარტყმას მოგვაყენებს“ – გიორგი ქობულია

„რომელი უცხოელი მოინდომებს ჩამოსვლას, როცა ტელევიზორში უყურებს რაც აქ ხდება. თუ ეს პროცესი დიდი ხანი გაგრძელდა ძალიან დიდ დარტყმას მოგვაყენებს“ – გიორგი ქობულია ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მიმდინარე მოვლენები ტურიზმის სექტორს აზარალებს. სექტორში აცხადებენ, რომ დეკემბრის თვეში უცხოელი ტურისტები აქტიურად აუქმებენ ჯავშნებს. გაუქმებულია ან გაურკვეველი ვადით გადადებულია კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიება. სექტორში ჯერ ზარალის ოდენობას […]
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე პოლიციის კორდონია მოწყობილი და აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდულია. პარლამენტის წინა მხარეს, სადაც რკინის ჯებირებია განთავსებული, აქციის მონაწილეთა ნაწილია შეკრებილი. ისინი პროტესტს ჯებირებზე ბრახუნით, შეძახილებითა და სტვენით გამოხატავენ. უკვე მეცხრე დღეა, რაც თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გპარლამენტთან პროტესტი […]
„ხალხს არ გვაქვს სადმე წასვლის სურვილი, ტურისტი არ არის, ძალიან ცოტაა და გამქრალია“ – კოტე გაბრიჩიძე

„ხალხს არ გვაქვს სადმე წასვლის სურვილი, ტურისტი არ არის, ძალიან ცოტაა და გამქრალია“ – კოტე გაბრიჩიძე თბილისში მიმდინარე აქციებმა სტუმარმასპინძლობის სექტორზე ნეგატიურად უკვე იმოქმედა. სასტუმროებს გაუუქმდა ჯავშნები, ახალიც არ შედის, რესტორნებსა და კვების სხვადასხვა ობიექტების მინიმუმამდე შეუმცირდათ სტუმრები. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა, “დღეს ხალხს სადმე წასვლის სურვილი აღარ აქვს“. „ახლა […]
პუტინმა და ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის ავტორიტარულმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში. დოკუმენტს ხელი მინსკში 6 დეკემბერს, საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ მოეწერა. მანამდე პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულება “განსაზღვრავს მოკავშირეთა ორმხრივ ვალდებულებებს, უზრუნველყონ თავდაცვა და ყველა არსებული ძალისა და საშუალების გამოყენებით, დაიცვან რუსეთისა და ბელარუსის სუვერენიტეტი, […]
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ტურიზმის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს და აქციას შეუერთდნენ

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. ისინი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირამდე ბანერებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისმის შეძახილები: “ტურიზმი დგას ერთად!” “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!” ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. სამართალდამცველები მობილიზებულები არიან ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე და კორდონის მეშვეობით გზა აქვთ გადაკეტილი.
საპროტესტო აქციები გრძელდება ბათუმშიც – მოქალაქეები მსვლელობას მართავენ

ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქცია მსვლელობის მონაწილეები ევროპის მოედნიდან ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ. დემონსტრანტების განცხადებით, ხელისუფლების მიერ ბოლოს დროს ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია და ევროინტეგრაცია უნდა გაგრძელდეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ჭავჭავაძის გამზირიდან მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ბათუმში აქციები დღეს მთელი დღეა მიმდინარეობს, მოქალაქეები დილიდან განათლების სამინისტროსთან მივიდნენ, […]
საბა სხვიტარიძეს იზოლატორში თავზე ხე გადაამტვრიეს – ნაწამები აქტივისტი პატიმრობაში დატოვეს

დაკავებულ საბა სხვიტარიძეს იზოლატორში პოლიციელმა თავზე ხე გადაამტვრია – ნაწამები აქტივისტის ჩვენება სასამართლოში. განსასჯელის სკამზე მჯდომმა დეტალურად გაიხსენა წამების, გატაცების და არაადამიანური მოპყრობის წუთები. უმოწყალოდ სცემეს დაკავებისას, სამმართველოში ერთ-ერთ კაბინეტში შეათრიეს და ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის ოთხ ნიღბიანს დაუძახეს. მეხუთე სართულზე დაწყებული ძალადობა გაგრძელდა მერვე სართულზე, სადაც მას უკვე საპატრულო ფორმაში ჩაცმული მოძალადეები სხვადახვა საგნებით უსწორდებოდნენ. გავრცელებული […]
რუსთაველის გამზირი გადაჭედილია

რეპრესიებს ხალხი პროტესტით პასუხობს. რუსთაველის გამზირი ისევ გადაჭედილია. გადაჭედილია, მიუხედავად იმისა, რომ მეცხრე დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ წამსაც, ქალაქში რამდენიმე მსვლელობაა და ყველა ჯერ არც მისულა გამზირამდე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს რამდენიმე აქცია იყო, იუსტიციის სახლთან, განათლების სამინისტროსთან, თეატრალურ უნივერსიტეტთან, რამდენიმე თეატრთან, ამ წამს – საზმაუსთან. დღის მანძილზე იყო არაერთი სასამართლო პროცესი, სადაც ასევე […]
ოკუპანტმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება მთლიანად შეუჩერა

ოკუპანტმა რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება მთლიანად შეუჩერა. „ეხო კავკაზას “ ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბას განცხადებით, არსებობს ძალიან სერიოზული საფრთხე, რომ საბიუჯეტო სფეროში მომუშავე ადამიანებმა ხელფასი ვერ მიიღონ. ე.წ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით ახლა ეძებენ თანხებს, რომ ოკუპირებულ რეგიონს რუსეთიდან ელექტროენერგია მიეწოდოს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების მიზეზი […]
“ჩაფრენის ადგილი – თავისუფლება!” – პროტესტს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან

“გამგზავრება საქართველოდან, ჩაფრენის ადგილი – თავისუფლება” – ამ შინაარსის ბილეთების ფორმის პლაკატებით ხალხის პროტესტს რუსთაველზე ტურიზმის წარმომადგენლები უერთდებიან. ისინი ამ წუთებში მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან და გზად ევროკავშირის ჰიმნსაც ასრულებენ. სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტა ეკონომიკას დაარტყამს. შეკრებილები გმობენ ხელისუფლების რეპრესიებსაც.