მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ კვლავ ხმაურია, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთი პირი დააკავეს. დაკავებას მოქალაქეები ყიჟინით და შეძახილებით შეხვდენენ. ადგილზე ხმაურია. როგორც სამართალდამცველმა განმარტა, მოქალაქის დაკავების მიზეზი მოქალაქის მხრიდან “პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა” გახდა. შეგახსენებთ, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს. კერძოდ, პოლიციელები მეტროსადგურში მოქალაქეებს აჩერებენ, უმოწმებენ ჩანთებს და სთხოვენ პირადობის მოწმობის წარდგენას. სამართალდამცველების სწორედ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი. […]

ხმაური “თავისუფლების მოედნის” მეტროში – პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკს

თავისუფლების მეტროში სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტუაცია დაიძაბა – ადგილზე შეკრებილები მოითხოვენ, რომ პოლიციელებმა ადამიანების უკანონოდ ჩხრეკა შეწყვიტონ. მოქალაქეები სამართალდამცველების მიმართ სკანდირებენ – “მონებო, რუსებო”. საყურადღებოა, რომ როგორც ადგილიდან “ტვ პირველის” კორესპონდენტი იტყობინება, პოლიციელების უმეტესობას სამხრე კამერები არათუ ჩართული აქვთ, არამედ არც კი უკეთიათ. მეტროში იმყოფებიან იურისტებიც, რომლებიც მოქალაქეების ჩხრეკის პროცესს ესწრებიან და მათ დახმარებას […]

ნინო ლომჯარია – უკვე რამდენიმე დღეა მეტროსადგურში ხდება მოქალაქეების უკანონო ჩხრეკა – არ შეიძლება, ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, ჩანთა გახსნას, უნდა შედგეს შემოწმების ოქმი, რაც არ ხდება

არ შეიძლება, რომ ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, რომ ჩანთა გახსნას – ზედაპირულ დათვალიერებასაც სჭირდება საფუძველი , – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მივიდა, სადაც პოლიცია მეტროსადგურიდან ამოსულ მოქალაქეებს ამოწმებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოლიციელების მიერ არ ხდება ოქმის შედგენა, რაც პოლიციის შესახებ კანონის დარღვევაა. […]

ოლაფ შოლცს ქვეყნის უდიდეს საგადასახადო თაღლითობაში სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს – Politico

გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწევს, უპასუხოს შეკითხვებს ქვეყნის უდიდეს საგადასახადო თაღლითობის სკანდალში მისი სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, რომელიც, შეიძლება, მისი სანდოობისთვის კიდევ ერთი გამოწვევა გახდეს მიმდინარე საარჩევნო კამპანიისას, რომელშიც ის უკვე ჩართულია, – ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება. გამოცემა წერს, რომ მემარცხენე-ცენტრისტი ლიდერი პარასკევს მესამედ აღმოჩნდება ჰამბურგის საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტის წინაშე ე.წ. “cum-ex” და “cum-cum” საქმეებთან […]

“არსებული ვითარების ფონზე რითეილ სექტორის მოგებიანობა შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს” – ექსპერტი

ქსელური მარკეტების წილი FMCG ბაზარზე იზრდება, თიბისი კაპიტალის პროგნოზით ორგანიზებული ბაზრის წილი 2024 წელს 41%-ს მიაღწევს, ხოლო 2025 წლისთვის 45%-მდე გაიზრდება. ამ დრომდე ბაზრის ნახევარზე მეტი მოდის ისეთ რითეილერებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ქსელურ მაღაზიებს, თუმცა მათი საბაზრო წილი მცირდება, ხოლო ქსელური მარკეტების წილი მთლიან ბაზარზე იმატებს. TBC Capital-ის მიხედვით, ბაზრის ორგანიზებული მოთამაშეების წილები ძირითადად რეგიონული […]

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს შორის ვოლოდიმირ ზელენსკიც იქნება: მედია

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც იქნებიან 7 დეკემბერს პარიზში ნოტრ-დამის რესტავრირებული ტაძრის გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს შორის. პარიზში თავისი ჩასვლის შესახებ დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 3 დეკემბერს დაწერა სოციალურ ქსელ Truth-ში. საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ტრამპი ეწვევა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. მისი ინაუგურაცია 2025 წლის 20 […]

დაკავებული მომიტინგის თქმით, ოპოზიციონერებზე ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებენ, ის შიმშილობას იწყებს

მასშტაბური პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე, რეზო კიკნაძე, რომელიც დაკავებულია და ამჯერად იზოლატორში იმყოფება, ციხიდან წერილს გზავნის, სადაც ჰყვება, როგორ აიძულებენ იზოლატორში კონკრეტული პოლიტიკოსების დასახელებას, თითქოს მათგან ფინანსდებოდა. რეზო კიკნაძის წერილს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ავრცელებს. წერილის ადრესატი მრავალათასიანი ჯგუფი „დაიტოვეა“, რომელიც თავის დროზე სწორედ პროევროპული დემონსტრანტების თვითორგანიზებისა და ურთიერთდახმარებისთვის შეიქმნა და რომლის ადმინისტრატორების სახლებშიც გუშინ პოლიცია შევიდა. […]

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაიღუპა 9 ადამიანი

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაიღუპა 9 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. მანამდე, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. რუსეთის იერიშს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს ნამდვილი მშვიდობის მიღწევა არ […]

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს, რასაც პროტესტი და ხმაური მოჰყვა

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს, რასაც პროტესტი და ხმაური მოჰყვა. კერძოდ, პოლიციელები მეტროსადგურში მოქალაქეებს აჩერებენ, უმოწმებენ ჩანთებს და სთხოვენ პირდაობის მოწმობის წარდგენას. სამართალდამცველების სწორედ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი. მოქალაქეები შესაბამისი ჩხრეკის ოქმის გარეშე დათვალიერებას ეწინააღმდეგებიან. თავად სამართალდამცველები მედიასთან განმარტავენ, რომ გატარებული ღონისძიება არა ჩხრეკა, არამედ “ზედაპირული შემოწმებაა”. “ეს არ არის გაჩხრეკა, ეს […]

ადვოკატი – საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა თავხედობა, ანდრო ჭიჭინაძისთვის ძალადობის ორგანიზება დაებრალებინა, მონაწილეობას ედავებიან, ბრალი დაუსაბუთებელია

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ანდრო ჭიჭინაძის მსგავსი პიროვნებების დაჭერით მხოლოდ საკუთარ სამარეს ითხრის იმიტომ, რომ პროტესტ არ ჰყავს ვინმე ორგანიზატორი, – ამის შესახებ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა დიღმის იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ანდრო ყველაფრისთვის მზადაა და მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. „ანდროს შეფასებით, ეს არის ცნობილი ადამიანების გამოცლა იმ საზოგადო პროტესტიდან, რომელიც […]