სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჯიკისა და წითელი წიწაკის ნიმუშებში აკრძალული საღებავები აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ნოემბერში, სურსათში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავის გამოვლენის მიზნით, 57 სხვადასხვა კატეგორიის სურსათის ნიმუში აიღეს. ნიმუშები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სურსათის 4 ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს, აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს. მათივე […]
ანა დოლიძე – სოლიდარობა, რომელიც ქუჩაშია საამაყოა – ჩადენილი იყო ადამიანურობის წინააღმდეგ მორიგი დანაშაულები, რომელზეც ყველა შესაბამისი პირი აგებს პასუხს

სოლიდარობა რომელიც ქუჩაშია საამაყოა. ასეთი ძმობა, გვერდში დგომა, გატანა და სიყვარული, რომელიც რუსთაველზეა „სისხლიანი დეკემბრის“ დროს თეთრი შურით შეშურდება ნებისმიერ ერს და მხოლოდ ფილმებში ექნებათ ნანახი,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. ანა დოლიძე 6 დეკემბრის ღამის დარბევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩადენილი იყო ადამიანურობის წინააღმდეგ მორიგი დანაშაულები, რომელზეც ყველა შესაბამისი […]
მარკო მიხელსონი – საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა

საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა, – ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი თბილისში, სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის დაშლას. „ყოველი დღე მნიშვნელოვანია. თავისუფალი ქართველი ხალხი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას ელოდება. საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ახალი და თავისუფალი […]
საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა – მიხაელ გალერი

საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა, – ასე ეხმაურება გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი თბილისში, სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის დაშლას. „ამასობაში საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა“, – წერია მიხაელ გალერის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.
ვგმობთ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

ვგმობთ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში მოწოდებაა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, შეწყვიტოს საქართველოს „მოქალაქეების დევნა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეპრესიული მიზნებით გამოყენება“. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობასა და მათ წამებას ძალადობრივი რეპრესიების ხასიათი აქვს, რაც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. “ბიძინა ივანიშვილის პოლიციის წარმომადგენლები, როგორც ძალადობრივი ჯგუფები, ფიზიკურად […]
მსოფლიო ქალი ლიდერები ღია წერილით ქართველ ხალხსა და სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

მსოფლიო ქალი ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ღია წერილი ეხმაურებიან და ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ხელმომწერები: ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერმინისტრი ჰელენ კლარკი, აშშ-ის 67-ე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მექსიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პატრიცია ესპინოსა, ავსტრალიის ყოფილი ყოფილი პრემიერი ჯულია გილარდი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ფინეთის ყოფილი პრემიერი სანა მარინი, ჩრდილოეთ […]
სალომე ზურაბიშვილი – გუშინ ღამით შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს არაოფიციალურ დახმარებას უწევდნენ – რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში?

რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? როგორც წესი, მიზანი დაშლაა და არა განადგურება. გუშინ ღამით სპეცრაზმი თითოეულ დემონსტრანტს დაედევნა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ცენტრიდან კილომეტრების მოშორებით მიაგნო“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, […]
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს. „გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!, – წერს პრეზიდენტი „ფეისბუქზე“. ინფორმაციისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის “კოალიცია ცვლილებისთვის” […]
ტელეწამყვანი ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი

რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლისას დაკავებული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბექა ყორშია, სამართალდამცავებმა გამთენიისას გადაიყვანეს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი” ავრცელებს. მათი ცნობით, ბექა ყორშია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ ბექა ყორშია იმ დროს დააკავეს, როცა ის სხვას ეხმარებოდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაჰყავთ ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორში. ვიდეო-კადრებში ისმის კითხვები […]
მიხაელ გალერი – საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა

საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა, – ასე ეხმაურება გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი თბილისში, სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის დაშლას. „ამასობაში საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა“, – წერს მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში.