უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში – რას იტყვის ევროკავშირი

ბრიუსელში, რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება კვლავ განიხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების საპასუხოდ“. 16-17 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები. რადიო თავისუფლებამ წინსწრებით მოიპოვა დოკუმენტი – ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნების სამუშაო ვერსია, რომელშიც მხოლოდ მცირედი შესწორებები შეიძლება შეიტანონ. ამ დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო […]
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სხვა დეტალები პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ უცნობია. უცნობია ისიც, ვისთან გეგმავს პრეზიდენტი შეხვედრებს. 7 დეკემბერს, გამთენიისას, სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების სამართალდამცავების მიერ დაშლის ფაქტს და დაწერა: „გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!“ აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო […]
საია: პროტესტის მეცხრე ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ლეგიტიმური პროტესტის მეცხრე ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა „შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება“. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა […]
ზურაბიშვილი: რუსეთის გარდა რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში?

რუსეთის გარდა რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? როგორც წესი, მიზანი დაშლაა და არა განადგურება. გუშინ ღამით სპეცრაზმი თითოეულ დემონსტრანტს დაედევნა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ცენტრიდან კილომეტრების მოშორებით მისდევდა.
საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ

საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და ქვეყანაში მიმდინარე სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ. როგორც გავრცელებულ პეტიციაშია აღნიშნული, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. „ჩვენ, საქართველოში მოქმედი ადვოკატები, ვგმობთ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას. ვართ ჩვენი პროფესიული ფიცისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულნი, რომლის მიხედვითაც – „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ […]
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. კონკრეტულად ვის შეხვდება პრეზიდენტი, ამ დროისთვის უცნობია.
შსს – თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე 7 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით 48 ადამიანია დაკავებული, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული ღამის განმავლობაში, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო. შსს-ს განმარტებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მყოფი პოლიციელების მიმართულებით დამიზნებით ისროლეს, ხეზე წინასწარ დამაგრებული პიროტექნიკა. უწყების ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის […]
შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა

შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს განცხადებით, დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული ს.კ. შსს წერს, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს „ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ […]
შსს-ში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ადმინისტრაციული წესით 48 ადამიანი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. მშვიდობიანი აქციაზე დააკავეს არაერთი ადამიანი – მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია. სპეცრაზმი, გარდა პარლამენტისა, მობილიზებული იყო რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გამვლელებს დასდევდნენ, აკავებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აქციის მონაწილეები ალყაში იყვნენ მოქცეულნი.
6-7 დეკემბრის ღამეს პოლიციამ 48 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6-7 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე 48 ადამიანია დაკავებული. შსს მათ ადმინისტრაციულ სამსართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. უწყება, 7 დეკემბრის დილას გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, „წინა ორი დღის მსგავსად მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საპროტესტო აქციაზე […]