მთავარი ინტერესი დასვენებული კვარაცხელიას მიმართ და ბრძოლა პირველობის დასაბრუნებლად!..

კარლო ანჩელოტის “ნაპოლიმ” იტალიის თასი რომ მოიპოვა, გუნდმა ასე იშვიათი ტიტულით გაიხარა. სკუდეტოს შემდეგ აქ სხვა განწყობა და ვითარებაა, მაგრამ უკვე ზედიზედ ოთხი წელია, ნეაპოლელები “კოპა იტალიას” მერვედფინალს თითქოს შეგნებულად თმობენ – შემადგენლობა და განწყობა ამაზე მიუთითებს. ლუჩანო სპალეტის დროს საქმე ორ ფრონტზე ბრძოლას ეხებოდა, დიდი დოზით როტაცია გასულ სეზონში უფრო გასაკვირი იყო, ახლა კი […]

OC Media: დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე დასაკავებელ პირთა სიაშია

გამოცემა OC Media წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამოცემის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე ხელისუფლების მხრიდან დასაკავებელ პირთა სიაშია. ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი მარიამ ნიკურაძე აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს. როგორც OC Media წერს, სია, რომელშიც 48 ადამიანის სახელი და პირადი ნომერი იყო მითითებული, მათ სანდრო წყარომ […]

რეგულარულად უნდა ვრცელდებოდეს ინფორმაცია ცრემლმდენი გაზის გამოყენებისას რისკების შესახებ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ. სპეციალური საშუალებების, ცრემლმდები აირისა თუ წყლის ჭავლის მანქანაში გარეული საშუალებების გაფრქვევისა და მათზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. ის წერს, რომ აქციის მონაწილეებს რეგულარულად უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლმდენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ […]

“ინვესტიციების მოზიდვა ძალიან გართულდება” – როგორ დაგვაზიანებს საგარეო კურსის შეცვლა?

ბიზნესმენ ნიკა გამყრელიძის განცხადებით, დასავლეთისგან იზოლაცია საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ეკონომიკაზე გავლენის შეფასებისას განაცხადა. „ქართულ კომპანიაში ისე არ ჩადებს უცხოელი ინვესტორი ფულს, თუ ქვეყანას არ ენდო, ამიტომ პირველ რიგში, ქვეყნის მარკეტინგს ვაკეთებდით… დასავლეთიდან ინვესტიციების მოზიდვა ძალიან გართულდება“ – ამბობს ბიზნესმენი. – ნიკა, ბევრი წელია ბიზნესში ხართ, […]

ვაშინგტონი თბილისთან დაკავშირებით ზომებს მიიღებს – სენატორი კარდინი

შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან, სადაც უკვე კვირაზე მეტია მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლების უმეტესობა, ვისაც “ამერიკის ხმა” ბოლო დღეების განმავლობაში ესაუბრა, გმობს საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალისმიერ დაშლას და საქართველოში კერძო პირების მიმართ სანქციების დაწესებას ემხრობა. „ვფიქრობ, თქვენ იხილავთ შეერთებული შტატებისგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას […]

დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7 დეკემბერს, გამთენიისას სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტით ეხმაურება რუსთაველის გამზირზე, პროევროპული დემონსტრაციის დაშლის ფაქტს და წერს: „გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!“ მანამდე მანდ პლატფორმა X-ზე დაწერა: “თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მე-9 დღეს ქართველი ხალხი სასტიკი ტერორითა და რეპრესიებით ხვდება. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – […]

ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ყორშია 6-7 დეკემბრის აქციის დარებისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. მშვიდობიანი აქციაზე დააკავეს არაერთი ადამიანი – მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია. სპეცრაზმი, გარდა პარლამენტისა, მობილიზებული იყო რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გამვლელებს დასდევდნენ, […]

ომბუდსმენი მოუწოდებს პოლიციას „ზედაპირული შემოწმებისას“ იმოქმედოს დადგენილი წესებით

სახალხო დამცველი ეხმაურება ბოლო დღეებში, მეტროს-სადგურებში პოლიციის მიერ მოქალაქეების ჩხრეკის ფაქტებს, რომელსაც პოლიცია „ზედაპირულ დათვალიერებას“ უწოდებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ შემოწმოს მოქალაქეები „საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ პირის ზედაპირული შემოწმება […]

პროევროპული დემონსტაციის მე-9 დღე იპოდრომთან დილის ხუთი საათისთვის დასრულდა

პროევრული საპროტესტო დემონსტაციების მე-9 დღე 7 დეკემბერს, დილის ხუთი საათისთვის დასრულდა. აქციის მონაწილეები, – რომლებმაც დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე დაიწყეს და შსს-ის სპეცრაზმთან, წყლის ჭავლთან, ცრემლსადენ გაზთან და წიწაკის სპრეისთან მოუწიათ დაპირისპირება, – საბოლოოდ თამარაშვილის გამზირზე, იპოდრომთან დაიშალნენ. დემონსტრანტების ნაწილმა, სპეცრაზმის მიერ რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შემდეგ, მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა. გამთენიისას გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება […]

აქციის დაშლის საფუძველი არ არსებობდა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ 7 დეკემბერს, იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. „სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს […]