გიორგი გახარია – გაცემულია არაკანონიერი ბრძანება – „იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით!“ – როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა

ყველა ვხედავთ, რომ გაცემულია არაკანონიერი ბრძანება – იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით! – როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა, უბრალოდ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მეცხრე დღეა, ადამიანებს ღამ-ღამობით იტაცებენ და დაკავების შემდგომ მათზე ძალადობენ. „ფაქტია და ყველა ვხედავთ, რომ არის გაცემული […]

თსსუ-ს სტუდენტები – არ ვეთანხმებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას არ ეთანხმებიან. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადება „არ ასახავს სტუდენტური საზოგადოების რეალურ პოზიციას და არ ითვალისწინებს ჩვენ მიერ გამოხატულ პროტესტს“. „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პეტიციაზე ხელმომწერი სტუდენტები ვაცხადებთ, რომ არ ვეთანხმებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ 2024 წლის […]

მამუკა მდინარაძე – ოთხი ახალგაზრდიდან სურათებს რომ აქვეყნებენ, სამი პროპაგანდის მსხვერპლია, რაც შეეხება ზვიად ცეცხლაძეს, ეს სავარაუდო დამნაშავე, ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს კვლავ ამბოხებაზე საუბრობს

იმ ოთხი ახალგაზრდიდან სურათებს რომ აქვეყნებენ, ჩემი რწმენით, სამი მათგანი პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდა, ერთი მათგანი დატრენინგებული ადამიანია – რა ჩანაწერებია მის მიმართ, ზვიად ცეცხლაძეს ვგულისხმობ, ალბათ, ნახეთ. ეს სავარაუდო დამნაშავე, კვლავ ამბოხებაზე საუბრობს იმის ნაცვლად, რომ მიხვდეს, მოინანიოს და ბრალდების მხარისგან რაღაც შეღავათი მოითხოვოს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებს […]

(ვიდეო) – პოლიციელი, რომელმაც შვილის თანდასწრებით პურის დისტრიბუტორი დააკავა, ნიკა გამხარაშვილია

ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი ტვ პირველის ცნობით, პოლიციელი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით პურის დისტრიბუტორი დააკავა, ნიკა გამხარაშვილია. მამაკაცმა, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა, მაღაზიაში პურის მარაგი მიიტანა, ის არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. ივანიშვილის რეჟიმის პოლიციელმა, ნიკა გამხარაშივლმა და მისმა მეწყვილემ კაცი დააკავეს, ხელბორკილი შვილის თანდასწრებით დაადეს და წაიყვანეს. პოლიციელთა თქმით, მან ქუჩაში შეიგინა. http://

ჩაბნელებული პარლამენტი და გადაკეტილი რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – დარბევების შემდეგ ხალხი ისევ დედაქალაქის მთავარ გამზირზე იკრიბება. პარლამენტთან მიდიან მსვლელობით სტუდენტებიც. არ შევეგუებით, არ დავნებდებით, ვიბრძოლებთ თავისულებისთვის – აცხადებენ ქუჩაში გასული დემონსტრანტები.

“ნინო კვიტაიშვილს “ტიტუშკის” ნასროლი, შუშის ბოთლი მოხვდა სახეში” – ნიკა მელია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია თანაგუნდელის, პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრის, ნინო კვიტაიშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ 3 დღის წინ, პოლიტიკოსს “ტიტუშკების” ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში. მელიას თქმით, კვიტაიშვილს დასჭირდა ოპერაცია და ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საგამოძიებო უწყება კი არც იწყებს ამ ფაქტის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავე […]

ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული

ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. „საკითხის დაყენება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იმდენად სპეკულაციურია, რომ გარდა იმ ვერსიისა, რაც ბუნებაში არსებობს, სხვა საფუძველი, თუ საბაბი ამას არ აქვს. ეს ვერსია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოდან […]

ისე გასაცოდავდნენ რომ ამ ფეიკს დაუბრუნდნენ, რომელიც თავის დროზე ხანდაზმულმა თაღლითმა ხაზარაძემ გაავრცელა – შაკო ჩაჩანიძე

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სიტყვებთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძის გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს თუ რა თქვა რეალურად ბიძინა ივანიშვილმა. ჩაჩანიძე ოპოზიციას ბოროტ მატყუარა თაღლითებს უწოდებს. მისივე თქმით, ისე გასაცოდავდნენ რომ ამ ფეიკს დაუბრუნდნენ. „ისე გასაცოდავდნენ რომ ამ ფეიკს დაუბრუნდნენ, რომელიც თავის დროზე ხანდაზმულმა თაღლითმა ხაზარაძემ გაავრცელა. […]

მსოფლიო ბანკმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თურქული მონაკვეთის მოდერნიზებისთვის 660 მლნ დოლარი გამოყო

მსოფლიო ბანკის საბჭომ თურქეთს შუა დერეფანში შემავალ და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებულ დივრიგი-ყარსის მონაკვეთის განვითარებისთვის 660 მლნ დოლარი გამოყო. თანხა დივრიგი-ყარსის მონაკვეთის სარკინიგზო კომუნიკაციების გაუმჯობესებაზე დაიხარჯება. მსოფლიო ბანკის განცხადებას აზერებაიჯანული სააგენტო Report.az ციტირებს. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, დაფინანსება ელექტრო-სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისთვის გაიცემა. პროექტი თურქეთის ოთხ პროვინციას, სივასს, ერზინჯანს, ერზურუმსა და ყარსს ერთმანეთთან დააკავშირებს და მარშრუტის გასწვრივ, დაახლოებით, […]

სურსათზე გლობალური ფასები გაზრდილია – FAO

FAO-მ სურსათის გლობალური ფასების ინდექსი მაჩვენებელი ნოემბრის მონაცემებით განაახლა. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინდექსი გაზრდილია 0,5%-ით და 127,5 შეადგინა. ინდექსმა 2023 წლის აპრილის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია. ინდექსი წლიურად 5,7%-ითა გაზრდილი. მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი ნოემბერში ყოველთვიურად 7,5%-ით, ხოლო წლიურად 32%-ით გაიზარდა. ზრდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძლიერი წვიმის შემდეგ წარმოების შეფერხებით პალმის ზეთის […]