SJ: ეგვიპტემ და იორდანიამ ბაშარ ასადს სირიის დატოვება შესთავაზეს

სირიაში მთავრობის საწინააღმდეგო დაჯგუფებების სწრაფი შეტევის შემდეგ, ეგვიპტის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა პრეზიდენტ ბაშარ ასადს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი ცოლი და შვილები უკვე რუსეთში გაემგზავრნენ, ხოლო სიძეები – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იტყობინება The Wall Street Journal-ი სირიელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. მათი სიტყვებით, თვითონ ასადი კვლავ სირიაშია. იორდანიის ოფიციალურმა პირებმაც, როგორც იტყობინებიან, ასევე მოუწოდეს ასადს ქვეყნის დატოვებისკენ, […]

Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა – სოლიდარობა თანამოქალაქეებს

Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა. ამ გზით, Setanta Sports-ი სოლიდარობას უცხადებს თანამოქალაქეებს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ და უნდათ საქართველოს დასავლური მომავალი. Setanta Sports-ის განცხადებით, ფსიქოლოგიურად, ემოციურად თუ ფიზიკურად უჭირთ კომენტირება გააგრძელონ და მიმდინარე მოვლენებს გვერდი აუარონ. “Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა, რადგან ფსიქოლოგიურად, ემოციურად თუ ფიზიკურად გვიჭირს კომენტირება გავაგრძელოთ და მიმდინარე მოვლენებს […]

თურქეთის სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას იწყებს

თურქეთის მთავრობა სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ 509 კილომეტრის სიგრძის სამსუნი-სარფის რკინიგზა 10 მილიონ ადამიანს მოემსახურება. სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება. სარკინიგზო მაგისტრალი დაფარავს სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზეს და ართვინის რეგიონებს. „დავიწყეთ რკინიგზის პროექტის სამსუნი-სარფის მონაკვეთის პროექტების […]

ადვოკატი – ბრალდების მხარემ აღნიშნა, ანდრო ჭიჭინაძე ჯგუფის წევრებს უნაწილებდა როლებსო – ჭიჭინაძე არც ერთ დაკავებულს არ იცნობს და ყველა მათგანს დღეს, სასამართლოს დარბაზში შეხვდა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, ნათია კოტრიკაძის განმარტებით, ანდრო ჭიჭინაძე არც ერთ დაკავებულს არ იცნობს და ყველა მათგანს დღეს, სასამართლოს დარბაზში შეხვდა. „ჩემმა კოლეგამ წაიკითხა, ანდრო ჭიჭინაძე ჯგუფის წევრებს უნაწილებდა როლებს და მოუწოდებდა ძალადობრივი ქმედებებისკენო. ის მსახიობია. როლის განაწილება ხდება არა ბრალდებით, არამედ, თეატრში ნაწილდება მის მიმართ რეჟისორის მიერ და არა […]

“დღეს ბევრად მეტი უნდა ვიყოთ – დეფაქტო ხელისუფლება ძალადობს” – გახარია

გუშინ საქართველოს დეფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზები და საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს სასტიკად გაუსწორდა. ეს იყო შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფლებას ფორმალური მიზეზიც არ ჰქონდა იმისთვის, რომ დაერბია და ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე, რაც გააკეთა. უფრო მეტიც, ორგანიზებულად საპოლიციო ძალებმა და არაფორმალურმა დაჯგუფებებმა, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, უმიზეზოდ იტაცებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის […]

“ქართული ბიზნესის დუმილი ყველაზე ხმაურიანია” – იაკობ ჯანგავაძე

ქართული ბიზნესის დუმილი ყველაზე ხმაურიანია. კომპანია წერს, რომ მათი თანამშრომელი აქციებზე მიმავალი გარდაიცვალა და იქვე არ აწერს რომ იფიცება. მეტი რაღა უნდა მოხდეს თქვე სი@ებო, რომ გაიფიცოთ? მეტი რა უნდა დაგმართონ?

“საქართველოს ბანკი” მოქალაქეებს განუმარტავს, რატომ არ/ვერ გაიფიცება

“საქართველოს ბანკის” განმარტებით, საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს. ასე უპასუხა ბანკმა სოციალურ ქსელში მოქალაქეების ნაწილს, რომლებიც ბანკს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

მაგარი თამაში – “შავმა ლომმა” ფრანგული “ვანი” დაამარცხა

ჩელენჯ თასის პირველ ტურში „შავმა ლომმა“ საკუთარ მოედანზე „ვანი“ 22:19 დაამარცხა. მატჩი ძალიან საინტერესო გამოვიდა, პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 13:7 მოიგო. შესვენების შემდეგ უშეღავათო ბრძოლა გაგრძელდა, სტუმრებმა სამჯერ გაათანაბრეს ანგარიში, თუმცა საბოლოდ გამარჯვების მოპოვება „შავმა ლომმა“ შეძლო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა მატკავა დაასახელეს. შემდეგ მატჩს „შავი ლომი“ 11 იანვარს სახლში ფრანგულ „ბაიონასთან“ ჩაატარებს. თბილისი. “მიხეილ […]

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამორიცხულია – მამუკა მდინარაძე

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ისინი [ოპოზიცია] მაშველ რგოლად მიიჩნევენ, რომ საქართველოში მოასწრონ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება, ამას ემსახურება საუბრის დაწყების მოთხოვნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა 16-17 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები, რომელზეც, სავარაუდოდ, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება უნდა […]