ისე გასაცოდავდნენ რომ ამ ფეიკს დაუბრუნდნენ, რომელიც თავის დროზე ხანდაზმულმა თაღლითმა ხაზარაძემ გაავრცელა – შაკო ჩაჩანიძე

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სიტყვებთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძის გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს თუ რა თქვა რეალურად ბიძინა ივანიშვილმა.
ჩაჩანიძე ოპოზიციას ბოროტ მატყუარა თაღლითებს უწოდებს. მისივე თქმით, ისე გასაცოდავდნენ რომ ამ ფეიკს დაუბრუნდნენ.
„ისე გასაცოდავდნენ რომ ამ ფეიკს დაუბრუნდნენ, რომელიც თავის დროზე ხანდაზმულმა თაღლითმა ხაზარაძემ გაავრცელა. ბოროტი მატყუარა თაღლითები ხართ კოლექტიურო სანაცეთო“, – წერს შაკო ჩაჩანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი