„იმედი“ და „რუსთავი 2“ თქვენი პასუხისმგებლობა, როცა ქუჩებში ახალგაზრდებს აზიანებენ, ძალადობენ მათზე” – გახარია

მინდა მივმართო ჩვენი დეფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს – „იმედს“ და „რუსთავი 2-ს“. მინდა გითხრათ, რომ თქვენ არაფრით არ განსხვავდებით იმ ნიღბის უკან დამალული ადამიანებისგან, რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე და უფრო მეტსაც გეტყვით -თქვენი პასუხისმგებლობა, როცა პარალელურ რეალობას ქნით, როცა საქართველოს ქუჩებში რიგით მოქალაქეებს, ახალგაზრდებს ფიზიკურად უპირისპირდებიან და აზიანებენ, ძალადობენ მათზე და თქვენს ეთერებში საერთოდ […]
“დღეს 7 საათიდან თავისუფლების მეტროში ვიქნები – არ შეგეშინდეთ ამ ნაგვების” – ბადრი გრიგალაშვილი

დღეს 7 საათიდან თავისუფლების მეტროში ვიქნები, ხალხს ჩხრეკდნენ გუშინ უკანონოდ და სამართლებრივადაც და ფიზიკურადაც დაგეხმარებით. არ შეგეშინდეთ ამ ნაგვების, ვერ გაგვტეხენ.
რუსთაველის გამზირი დღესაც გადაჭედილია

ფოტო – მთავარი არხი რუსთაველზე მოქალაქეები იკრიბებიან. გამზირი უკვე გადაკეტილია. ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით მივიდნენ სტუდენტებიც. აქციის მონაწილეები პროტესტის დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
იუმორისტი ონისე ცხადაძე მოსამართლეს – არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიმიღია, მტკიცებულებებზე ხელი არ მიმიწვდება, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი – გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ

ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან მოსამართლეს გირაოს გამოყენება სთხოვა. „არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. შემიძლია ვინც გინდათ დავიფიცო, ამ შემთხვევაში ჩემს ძმას დავიფიცებ. ყოველთვის მხოლოდ ჩემს ქმედებებზე ვარ პასუხისმგებელი და არავინაა ჩემი ზემოქმედების ქვეშ. რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას, […]
ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო პროცესზე – ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, სიმართლე როცა შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც, ეს ძალა და ეს ენერგია აქ არის

ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, სიმართლე როცა შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც, ეს ძალა და ეს ენერგია აქ არის, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ყველა მათგანის […]
“დაფიქრდით, თავისუფლებისთვის ბრძოლა დევს ქართველი ადამიანის და საქართველოს დნმ-ში!“ – ირაკლი ქაშიბაძე მთავრობას მიმართავს

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული პირველი ქართული ვენჩურული ფონდის, future laboratory-ის მმართველი პარტნიორი, ირაკლი ქაშიბაძერ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. მისი აზრით, საქართველოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. როგორც ქაშიბაძე სოციალურ ქსელში წერს, სიტუაცია იქამდეა მისული, რომ ხალხი უკვე, მხოლოდ ევროპისთვის კი არა, თავისუფლებისთვის იბრძვის. “ქვეყანაში, სადაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, […]
ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე გლობალური ფასები გაზრდილია – FAO

ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე გლობალური ფასები გაზრდილია – FAO FAO-მ სურსათის გლობალური ფასების ინდექსის მაჩვენებელი ნოემბრის მონაცემებით განაახლა. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინდექსი გაზრდილია 0,5%-ით და 127,5 შეადგინა. ინდექსმა 2023 წლის აპრილის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია. ინდექსი წლიურად 5,7%-ითა გაზრდილი. მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი ნოემბერში ყოველთვიურად 7,5%-ით, ხოლო წლიურად 32%-ით გაიზარდა. ზრდა სამხრეთ-აღმოსავლეთ […]
გახარიას მიმართვა პოლიციელებს

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია: მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს – ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით სამშობლოს და საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება პოლიციელმა იძალადოს ან გულგრილი იყოს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეზე ძალადობენ და მას დახმარება არ გაუწიოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან კარგად ხვდებით დღეს რა ხდება, რომ დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია […]
გადადგეს კობახიძე სასწრაფოდ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები – ირაკლი კვირიკაძე

უნდა გადადგეს კობახიძე სასწრაფოდ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად მისულმა ირაკლი კვირიკაძემ “პირველებთან” განაცხადა. გუშინ აქცია ნამდვილად მიმდინარეობდა მშვიდობიანად, მაგრამ აქცია კი არ დაშალეს, ყველა მხრიდან იდგა სპეცრაზმი და წყლის ჭავლი, მე მგონი შიგნით აპირებდნენ ჩვენს გაჭყლეტას. უნდა გადადგეს კობახიძე სასწრაფოდ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მეტი ვარიანტი არ […]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები, თსუ-დან მსვლელობით მისულ აქციის სხვა მონაწილეებს ტაშით დახვდნენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, სათაურით- გაიფიცე”, “შინ ევროპაში”, “ჩვენი ადგილი ევროპაშია”. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ 9 აპრილისა […]