მამუკა ხაზარაძე – იმ სისასტიკის ჩამდენები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თითქმის ყოველ ღამე, აუცილებლად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან! სანამ დროა, დადექით ხალხის მხარეს!

იმ სისასტიკის ჩამდენები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თითქმის ყოველ ღამე, აუცილებლად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან! სანამ დროა, დადექით ხალხის მხარეს! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროტესტი ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვისაა და არა იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთად გაფორმდეს. „ეს პროტესტი არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, თავისუფლებისთვის და არა […]

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირებიც შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით სხვადასხვა რელიგიური კონფესიის­ სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებს გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით- „ერთად ნამდვილი მშვიდობისთვის“. რუსთაველზე მყოფი აქციის მონაწილეები მათ ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ. ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები კვლავ ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის […]

გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში – ევროკომისიის ანგარიში

გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში – ევროკომისიის ანგარიში გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში, – აღიშნულია ანგარიშში, რომელსაც ევროკომისია „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ აქვეყნებს. ანგარიში […]

„ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდა, დღეს ამ ოპტიმიზმის საფუძველიც აღარ არის“ – ლევან ყარალაშვილი

„აბსოლუტურად გადართული ვართ თვითგადარჩენის რეჟიმში“ – „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ბიზნესს ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს. ლევან ყარალაშვილის თქმით, ბიზნესი გაურკვევლობაშია და ცდილობს სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს. „ბიზნესი პრაგმატულობით გამოირჩევა. ხშირად ვამბობ, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდა, დღეს ამ ოპტიმიზმის საფუძველიც აღარ არის. არ მახსენდება არცერთი მსხვილი პროექტი, […]

“ბატონო პოლიციელო, სიყვარულის გჯერათ? თვალებში ვხედავ, რომ გჯერათ” – ვიდეო

–ბატონო პოლიციელო, სიყვარულის გჯერათ? თვალებში ვხედავ, რომ გჯერათ. –გეშინიათ? ახალგაზრდები ესაუბრებიან აქციაზე, ბარიკადების მეორე მხარეს მდგომ პოლიციელს. ვიდეოს ტვ პირველი, ნოდარ მელაძის შაბათი ავრცელებს:

“ამ უბედურებას გააჩერებს ერთადერთი რამ…” – ინგა გრიგოლია

ამ უბედურებას გააჩერებს ერთადერთი რამ (ბევრი ვიფიქრე და გამოსავალი ეს მგონია) – ქოცების მომხრეებმა, თუ მათ სურთ ტერორის შეჩერება ქვეყანაში, რაც, დარწმუნებული ვარ, მათაც ანადგურებს მორალურად, თავად უნდა დაუფიქსირონ, რომ სასწრაფოდ, ყოველგვარი მაგრამის გარეშე განთავისუფლდეს ყველა დაჭერილი პოლიტიკური პატიმარი და დაინიშნოს ახალი არჩევნები. თუ მართლა ადარდებთ ქვეყანა, თავად უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და სათითაოდ და ხმამაღლა […]

“სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ გუშინ ღამე ლევან იოსელიანი დაგვეხმარა” – ბესელია

სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ გუშინ ღამე 03 საათზე კოტე ბალანჩივაძის ადგილსამყოფელის დადგენაში ლევან იოსელიანი დაგვეხმარა.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა პროევროპული აქციებისას სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ექვს პირს. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, ჯანო ყარჩაიას და გურამ მირცხულავას გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება. დაბაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე […]

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ […]

„ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ღვინის ტურიზმში გავლენას გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მოახდენს,” – მეღვინე

„ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ღვინის ტურიზმში გავლენას გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მოახდენს,” – მეღვინე ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გავლენას გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მოახდენს – ტურისტები სხვა მიმართულებას აირჩევენ – როგორც „იაგოს მეღვინეობის“ დამფუძნებელი, იაგო ბითარიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, მისი ბიზნესის მიმართულებისთვის, ღვინის ტურიზმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აშუქებს ქვეყნის ამბებს საერთაშორისო მედია. „დღევანდელი სიტუაცია ყველაზე ახდენს […]