მურმან ჯინორია – ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად! – დაჩოქილი ვუხდი მადლობას, ასეთი კარგები რომ არიან!

ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად! სხვა იმპულსი აქვთ, ტვინით კი არა, გულით გრძნობენ, რაც უნდათ. ამიტომაც ისინი ყოველთვის მართლები არიან. დაჩოქილი ვუხდი მადლობას, ასეთი კარგები რომ არიან, – ამის შესახებ მსახიობმა, მურმან ჯინორიამ განაცხადა, რითაც თბილისში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა. მსახიობის თქმით, ახალგაზრდები იდეურები და გულწრფელები არიან. „მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, იმიტომ, რომ მათი ცხოვრება ახლა […]
საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად. სალომე ზურაბიშვილმა X-ის გაავრცელა ტექსტი, რომელშიც მადლობას უხდის უკრაინის პრეზიდენტს, საქართველოს ხალხისთვის მისი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. “ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ევროპული მომავალისთვის ბრძოლა გაიმარჯვებს, სხვა ალტერნატივა არ არის” – წელს სალომე ზურაბიშვილი. […]
არავის დავაჩაგვრინებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის – მამუკა ხაზარაძე

იმ სისასტიკის ჩამდენები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თითქმის ყოველ ღამე, აუცილებლად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან! სანამ დროა, დადექით ხალხის მხარეს! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროტესტი ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვისაა და არა იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთად გაფორმდეს. „ეს პროტესტი არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, თავისუფლებისთვის და არა […]
ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად! – მურმან ჯინორია

ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად! სხვა იმპულსი აქვთ, ტვინით კი არა, გულით გრძნობენ, რაც უნდათ. ამიტომაც ისინი ყოველთვის მართლები არიან. დაჩოქილი ვუხდი მადლობას, ასეთი კარგები რომ არიან, – ამის შესახებ მსახიობმა, მურმან ჯინორიამ განაცხადა, რითაც თბილისში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა. მსახიობის თქმით, ახალგაზრდები იდეურები და გულწრფელები არიან. „მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, იმიტომ, რომ მათი ცხოვრება ახლა […]
სანქციების დარღვევა გრძელდება – ჟურნალისტური გამოძიება

25 ნოემბერს, ლატვიის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოებს უკვე მესამე წელია სთხოვენ რუსეთთან და ბელარუსთან თანამშრომლობის შეწყვეტას, ბევრი მათგანი ეძებს გზებს, რათა ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს და სანქციებს გვერდი აუაროს. ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის (VID) საბაჟო დეპარტამენტის ცნობით, წელს სანქციების დარღვევის შემთხვევები გაიზარდა. თუ გასულ წელს, მთელი წლის განმავლობაში, 2175 დარღვევა გამოვლინდა, […]
სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები რუსთაველზე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ

სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. “ერთად ნამდვილი მშვიდობისთვის” ისინი ამ ბანერით შეუერთდნენ საპროტესტო აქციას. პროტესტის მე-10 დღესაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრინენ. ისინი 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირთან 2028 წლის ბოლომდე მოლაპარაკებების გახსნას არ აპირებს.
ადმინისტრაცია: პრეზიდენტთან შეხვედრისას ზელენსკიმ ქართველებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში შეხვდა.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს და კიდევ 4 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და კიდევ 4 პირს, რომლებიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებულებით დაკავებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა, პოლიცია მობილიზებული – ადგილზე ხმაურია. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და დანარჩენ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, სასამართლოსთან შეკრებილი მსახიობების პროტესტი მოჰყვა. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს ასასვლელ კიბეებთან და მთელ პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. მათთან […]
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირებიც შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებს გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით- „ერთად ნამდვილი მშვიდობისთვის“. რუსთაველზე მყოფი აქციის მონაწილეები მათ ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ. ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები კვლავ ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის […]