სირიის კონფლიქტი აშშ-ის საქმე არ უნდა იყოს – დონალდ ტრამპი

Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის პოზიციის შესახებ სირიის კონფლიქტში აშშ-ის მონაწილეობის თაობაზე. ტრამპმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს სირიის კონფლიქტში, როცა ამბოხებული ძალები ემუქრებიან ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მთავრობას. “სირიაში არეულობაა, მაგრამ ის არ არის ჩვენი მეგობარი და ის აშშ-ს საქმე არ უნდა იყოს. ეს ჩვენი ბრძოლა არ […]

ახალი არჩევნებისა და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბათუმსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს

ახალი არჩევნებისა და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბათუმსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მომიტინგეები სკანდირებენ – „ძირს რუსული რეჟიმი“. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ აქცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან იმართება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება, სანამ შედეგს არ მიაღწევენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, თბილისსა […]

თურქეთი სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას იწყებს

თურქეთის მთავრობა სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ 509 კილომეტრის სიგრძის სამსუნი-სარფის რკინიგზა 10 მილიონ ადამიანს მოემსახურება. სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება. სარკინიგზო მაგისტრალი დაფარავს სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზეს და ართვინის რეგიონებს. „დავიწყეთ რკინიგზის პროექტის სამსუნი-სარფის მონაკვეთის პროექტების […]

სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზში იმყოფება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც. დღეს საღამოს, ხუთი […]

,,ქართული ოცნება“ მშვიდობიან დემონსტრანტებს ორგანიზებული დანაშაულითა და მწვავე რეპრესიული პოლიტიკით ებრძვის – DRC

დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC) ეხმიანება 6-7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევები და იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ორგანიზაცია, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ითხოვს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას დროული და ამომწირავიო ინფორმაცია მიეწოდოს. ორგანიზაციის მტკიცებით, სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათიათასობით მშვიდობიან მოქალაქეს კვლავ […]

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთშია. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც ჩანს, რომ ის შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. დღეს საღამოს, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრება, მათ შორის არის, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც. საპრეზიდენტო […]

UNICEF GEORGIA: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების დაცვა

UNIFEC GEORGIA-ს განცხადებით, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ბავშვთა იმ უფლებების დაცვა, რომელიც მათ აღიარეს. “ბავშვის უფლებათა კონვენციაზე ხელმოწერით, საქართველო აღიარებს ბავშვთა უფლებები გამოხატვის თავისუფლებაზე (მუხლი 13), გაერთიანების თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე (მუხლი 15), საქართველოს ბავშვთა უფლებათა კოდექსის თანახმად, ყველა ბავშვს აქვს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება (მუხლი 17). ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ […]

“ნახევარი ნაბიჯი დარჩა კატასტროფამდე! მივმართავ ხელისუფლების მომხრეებს!” – ლევან ლორთქიფანიძე

“აქცია იყო მშვიდობიანი, მისი ძალადობრივი დაშლის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა” – ამბობს სახალხო დამცველიც კი… როგორი იყო ხელისუფლების პასუხი? ადამიანების დევნა მეტროს ესკალატორებზე, მოქალაქეებზე ნადირობა ვაჟა-ფშაველას ძეგლამდე, დედებისთვის წართმეული შვილები … მაგრამ გუშინ მთავარი ტაბუ დაირღვა, დემონსტრაციაზე უცნობი პირები იარაღით გამოჩნდნენ! ️ ნახევარი ნაბიჯი დარჩა კატასტროფამდე, ნახევარი! თან ისეთი კატასტროფა იქნება, რომლის შედეგები ათწლეულები გაგრძელდება! […]

ზურაბიშვილი ზელენსის ხვდება – პრეზიდენტი საფრანგეთშია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში იმყოფება ოფიციალურ ვიზიტზე, აქვეყნებს ფოტოს, რომლის მიხედვითაც ის, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის ხვდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა შეხვდეს ტრამპსაც: იგეგმება თუ არა პარიზში სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა?

“გამანადგურებელია, რომ პარტნიორის ქმარი მონაწილეობდა გუშინდელ შემთხვევაში” – They Said Books Coffee Shop-ი იარაღიან ტიტუშკებზე

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი მაღაზია They Said Books Coffee Shop-ი გუშინ, მარჯვენა სანაპიროზე მომხდარს ეხმაურება, რა დროსაც მაღაზიის ერთ-ერთი პარტნიორის ქმარი კრიმინალური ავტორიტეტი, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფების წევრი, დავით მიქაძე, აქციის მონაწილეებს მიუვარდა და სხვა ტიტუშკებთან ფიზიკურად გაუსწორდა. “ვეხმიანებით გუშინდელ ფაქტს, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და აბსოლუტურად განსხვავებულია ჩვენი პოლიტიკური პოზიციისგან. გამანადგურებელია ის ფაქტი, რომ […]