ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლები იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და ამ ფორმით, კოლეგებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი დაგმეს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო. შეკრებილებმა „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, პოლიციის უმოქმედობა გააპროტესტეს. მათი თქმით, დაუშვებელია მედიაზე ძალადობა და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და […]
რუსეთის საგარეო უწყება – ბაშარ ალ-ასადი თანამდებობიდან გადადგა და სირია დატოვა – რუსეთი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა სირიის კონფლიქტის რამდენიმე მონაწილესთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა გადამდგარიყო თანამდებობიდან და ქვეყანა დატოვა, – ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მტკიცებით, ამ მოლაპარაკებებში რუსეთს მონაწილეობა არ მიუღია. „ბაშარ ალ-ასადსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის რამდენიმე მონაწილეს შორის მოლაპარაკების შედეგად მან გადაწყვიტა დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი და დატოვა ქვეყანა, გასცა მითითებები […]
თსუ-ს 8-დან 8 გამარჯვება სუპერლიგაში | “გურჯაანმა” “ამრას” თბილისში მოუგო

სუპერლიგის მე-8 ტურის მორიგი მატჩები გორსა და თბილისში გაიმართა. დედაქალაქში გაგრის ამრამ გურჯაანის დელტას უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობისას 18 ქულით უგებდა, საბოლოოდ მაინც უშანსოდ დამარცხდა – 73:86 (სტატისტიკა). ამრამ მწვრთნელის გამოცვლის შემდეგ თამაში გამოაკეთა. სლოვენიელმა დეიან პროკიჩმა სადებიუტო მატჩში ამრას გორის ივერიონი დაამარცხებინა, ხოლო შემდეგ სუპერლიგის ლიდერ თსუ-ს ბოლომდე ებრძოლა (77:79 წააგო). […]
ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია – ზვიად ჭუმბურიძე

“როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხელით დაანგრიო… ნურც ამერიკელებს, ნურც ევროპელებს და ნურც ერთ ქვეყანას ნუ მოვთხოვთ ჩვენი ქვეყნის აშენებას, ჩვენი ასაშენებელია” -ამბობს ზვიად ჭუმბურიძე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
ბიზნესი გაურკვევლობაშია და ცდილობს სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს – ლევან ყარალაშვილი (bm.ge)

„აბსოლუტურად გადართული ვართ თვითგადარჩენის რეჟიმში“ – „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ბიზნესს ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს. ლევან ყარალაშვილის თქმით, ბიზნესი გაურკვევლობაშია და ცდილობს სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს. „ბიზნესი პრაგმატულობით გამოირჩევა. ხშირად ვამბობ, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდა, დღეს ამ ოპტიმიზმის საფუძველიც აღარ არის. არ მახსენდება არცერთი მსხვილი პროექტი, რომელიც დღეს […]
“აუცილებელია, მოქმედმა ხელისუფალმა ბევრი კომპრომისული ნაბიჯი გადადგას” – პაატა ლომაძე

“იმისთვის, რომ განვითარების გზაზე სამუდამოდ არ შევჩერდეთ, აუცილებელია, მოქმედმა ხელისუფალმა ბევრი კომპრომისული ნაბიჯი გადადგას” – ასე ფიქრობს პაატა ლომაძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
“ახლა, გაჩუმება ღალატის ტოლფასია. “ცეხავიკები” არ ვართ. პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა პოზიცია უნდა დააფიქსიროს” – ვალერი ჩეხერია

ჩვენ “ცეხავიკები” არ ვართ. პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა პოზიცია უნდა დააფიქსიროს,”- ასე ფიქრობს alt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. ჩეხერია ხაზს უსვამს, რომ აქციებზე დგას ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი, საზოგადოება, რომელიც ყოველდღე ქმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს და ახლა, გაჩუმება ღალატის ტოლფასია. […]
აუცილებელია არჩევნებამდე სწორად ვიაროთ – ლევან ყარალაშვილი

“90-იანი წლების “ბესპრიძელში” დავბრუნდით” – განცხადება „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა BMGTV ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში დათარეშობენ უკანონო დაჯგუფებები, დღევანდელი ხელისუფლება გვაბრუნებს 90-იანებში და ჩვენს შვილებს ართმევს მომავალს. გადაცემის წამყვანის, გიორგი ისაკაძის კითხვაზე, ხომ არ აკლებს მედია ამ პროცესს რაიმეს? ლევან ყარალაშვილი პასუხობს, რომ ბიზნესი აკლებს მედიას […]
7 დეკემბრის აქციებისას დაშავებული 14 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 14 ადამიანი. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის აქციის 10 მონაწილე, მედიასაშუალების 2 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია. “ამასთან, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება […]
ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს – რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე

ვითარების დეესკალაციისთვის საქართველოში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, – ასე ფიქრობს რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. როგორც ალავერდაშვილმა თქმა, პოლიტიკური არეულობის ეკონომიკური ფასი ძალიან მაღალია, რასაც სტუმარმასპინძლობის სექტორიც იხდის. მისი მტკიცებით, თბილისში სასტუმროების 70% სრულად ცარიელია და სექტორი თვითგადარჩენას […]