ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს – რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე

ვითარების დეესკალაციისთვის საქართველოში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, – ასე ფიქრობს რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. როგორც ალავერდაშვილმა თქმა, პოლიტიკური არეულობის ეკონომიკური ფასი ძალიან მაღალია, რასაც სტუმარმასპინძლობის სექტორიც იხდის. მისი მტკიცებით, თბილისში სასტუმროების 70% სრულად ცარიელია და სექტორი თვითგადარჩენას […]

საია – 28 ნოემბრიდან საქართველოში, როგორც ოფიციალური საპოლიციო ღონისძიების ნაწილი, ხდება წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ

28 ნოემბრიდან საქართველოში, როგორც ოფიციალური საპოლიციო ღონისძიების ნაწილი, ხდება წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული. საია-ს განმარტებით, ნაცემია დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ ხორციელდება დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ. „2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში, […]

მედიის სოლიდარობის აქციაზე, „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილმა ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა გზა გადაკეტეს

მედიის სოლიდარობის აქციაზე, „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილმა ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა გზა გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დღევანდელი შეკრების მიზნაია, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ მედიის იმ წარმომადგენლების ფოტოები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ. როგორც „მოამბის“ წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუშინ, რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ყოვლად მიუღებელი. „ჩვენ […]

„თიბისი ბანკი“ სოლიდარობას უცხადებს მშვიდობიან პროტესტში მონაწილე დაკვებულებს

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი – „თიბისი“ სოლიდარობას უცხადებს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს. დაკავებულთა შორის არიან ბანკის ორი თანამშრომელი: გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძე. „თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. […]

“ეს კანონი ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების დროს” – ირაკლი კობახიძის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ახალი კანონის მიღებაზე, რომელიც ეხება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვის აკრძალვას. “ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების დროს. ეს კანონები […]

სავარაუდოდ, ნარკოტიკი ჩაუდეს, აცხადებს შიმშილობას — ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

აქციაზე ერთ-ერთი დაკავებული დემონსტრანტის, გიორგი ახობაძის ადვოკატი ამბობს, რომ ახობაძემ იგრძნო დაკავებისას, როგორ ჩაუცურეს ჯიბეში რაღაც და ის მშრალ შიმშილობას აცხადებს. „გიორგი ახობაძე, რომელიც აცხადებს, რომ ის და მისი მეგობარი ერთად მოძრაობდნენ თამარ მეფის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ისინი გააჩერა საპატრულო პოლიციამ. ხელბორკილის დადებისთანავე მანქანის ე.წ. კაპოტთან მიყვანისთანავე, როგორც თვითონ თქვა, იგრძნო, რომ შარვლის მარცხენა ჯიბეში […]

ირაკლი კობახიძე – „ნაცები” არიან უნიათო რევოლუციონერები, გაგრძელდება მაღალი ტემპით ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი, რომ შეუფერხებლად აწარმოონ საქმიანობა

„მაიდნის“ მოწყობის მეოთხე მცდელობა იყო ოთხ წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, იმიტომ, რომ „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, როგორც კი ჩავარდა „მაიდანი“, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი. „ლარის კურსი დარჩება აუცილებლად სტაბილური. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ წინა თვეშიც, მიუხედავად ამხელა კამპანიისა, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, […]

ჯანდაცვის სამინისტრო – 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, სამედიცინო დაწესებულებებში 14 ადამიანი გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში 14 ადამიანი გადაიყვანეს. მათივე ცნობით, მათ შორის, აქციის 10 მონაწილე იყო, ხოლო მედიასაშუალების 2 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელი. უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, […]

“თიბისის” განცხადება დაკავებული “თიბისელების” მხარდასაჭერად

დღეს, 8 დეკემბერს, “თიბისელები” თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შევიკრიბეთ, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს. მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. (R)

ირაკლი კობახიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თითოეული პოლიციელს, ისინი მოქმედებდნენ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და მომავალშიც ასეთი სტანდარტით გაგრძელდება მოქმედება

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თითოეული პოლიციელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში და მათ შორის გუშინ, პოლიციელები მოქმედებდნენ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. „მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თითოეული პოლიციელს იმისათვის, რომ ამ დღეების განმავლობაში […]