კახა კალაძე – დღეიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები, თბილისი ისევ იქნება გამორჩეული საახალწლოდ მორთული ქალაქი

ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, უნდა გავაცნობიეროთ, რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას, – განაცხადა თბილისის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განთავსებულ ვიდეომიმართვაში. კახა კალაძის თქმით, ყველას საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია მიმდინარე მოვლენებზე, რადგან საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას უმძიმესი შედეგები შეიძლება მოყვეს. „უკვე მეორე კვირაა, რაც დედაქალაქის მთავარი გამზირი იქცა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების, […]

ირაკლი კობახიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, ისინი მოქმედებდნენ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და მომავალშიც ასეთი სტანდარტით გაგრძელდება მოქმედება

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში და მათ შორის გუშინ, პოლიციელები მოქმედებდნენ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. „მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თითოეული პოლიციელს იმისათვის, რომ ამ დღეების განმავლობაში […]

კახა კალაძე – კონკრეტული ადამიანების მხრიდან არ ხდება ძალადობის დაგმობა, პირიქით, ადგილი აქვს მის ხელშეწყობას, წახალისებას, რომანტიზებას – თქვენ, ასეთი ადამიანები, მოძალადეებზე უარესები ხართ!

წარმოუდგენელია, ძალადობას ჰქონდეს გამართლება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის, – ამის შესახებ თბილისის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ძალადობას და საზოგადოების ბულინგს ახალისებენ, მოძალადეებზე უარესები არიან. „მინდა, დავიწყო ძალადობის ამსახველი იმ კადრების შეფასებით, რომელიც გუშინ ყველამ ვიხილეთ. წარმოუდგენელია, ძალადობას ჰქონდეს გამართლება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხორციელდებოდეს, რომელი […]

„ჩვენ არ ვართ მთავრობის ვასალები, ჩვენ ვქმნით დოვლათს და ჩვენია ეს ქვეყანა“ – გიორგი აბრამიშვილი

DATA CENTER SOLUTIONS-ის თანადამფუძნებელი გიორგი აბრამიშვილი ბიზნეს ერთიანობისკენ მოუწოდებს. როგორც მან „ბიზნეს კვირეულის“ სპეციალურ ეთერში საუბრისას განაცხადა, საქმიანმა საზოგადოებამ ქვეყანაში საკუთარი როლი უფრო მეტად უნდა გაიაზროს, ხელისუფლებამ კი როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების დაკვეთა უნდა შეასრულოს. „ჩვენ ვერ გამოვდივართ ამ პოსტსაბჭოთა სინდრომიდან – ცეხავიკობიდან, რეალურად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვქმნით ამ ქვეყანაში დოვლათს, ის 27 მლრდ […]

“ქვეყანაში 33 წლის განმავლობაში რაც შეიქმნა, დღეს ამ ყველაფრის ჩამოშლის საშიშროება დგას” – შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ქვეყანაში 33 წლის განმავლობაში რაც იქმნებოდა, დღეს ამის ჩამოშლის საშიშროება დგას. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეული” სპეციალურ ეთერში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ კომუნისტური აზროვნება უნდა ჩამოირეცხოს და ხალხი სიმართლის მხარეს უნდა დადგეს. „დამოუკიდებლობის შემდეგ, რა ისტორიაც დაიწერა, ბევრი რამ მოხდა, მაგრამ დღეს […]

ბიზნესმა მთელი რესურსი, ფინანსები, ადამიანები, ნეთვორქინგი, უნდა მიმართოს იქითკენ, რომ სწორად ვიაროთ არჩევნებამდე – ლევან ყარალაშვილი

“90-იანი წლების “ბესპრიძელში” დავბრუნდით” – ასე აფასებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ყარალაშვილი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. ყარალაშვილის აზრით, მომავალ თაობას, ჩვენი შვილების თაობა, ართმევენ მომავალს. პროცესში ბიზნესის როლს ყარალაშვილი ასე ხედავს: “ჯერ […]

გამოსავალი არამხოლოდ ჩვენ უნდა შევთავაზოთ ხელისუფლებას, თვითონაც უნდა შემოგვთავაზონ – თემურ ჭყონია

“დღევანდელმა სიტუაციამ ბიზნესი აიძულა ელაპარაკა იმ თემებზე, რომელსაც ზოგადად დიდ დროს არ ვუთმობთ… დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე – რა რთულ მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა” – ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. თემურ ჭყონიას აზრით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი ახალი არჩევნებია, […]

ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს, ზოგიერთმა ძალიან აურია გამოხატვის თავისუფლების განსაზღვრებაში და ეს აღსაკვეთია

ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს, ზოგიერთმა ძალიან აურია გამოხატვის თავისუფლების განსაზღვრებაში და ეს აღსაკვეთია ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს! – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და აზიარებს ტელეკომპანია “POSTV”-ის ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორც […]

რუსეთის საგარეო უწყება – ბაშარ ალ-ასადი თანამდებობიდან გადადგა და სირია დატოვა – რუსეთი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა სირიის კონფლიქტის რამდენიმე მონაწილესთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა გადამდგარიყო თანამდებობიდან და ქვეყანა დატოვა, – ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მტკიცებით, ამ მოლაპარაკებებში რუსეთს მონაწილეობა არ მიუღია. „ბაშარ ალ-ასადსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის რამდენიმე მონაწილეს შორის მოლაპარაკების შედეგად მან გადაწყვიტა დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი და დატოვა ქვეყანა, გასცა მითითებები […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ ომში 43 000 ჯარისკაცი დაკარგა – ომი მხოლოდ ფურცლით და რამდენიმე ხელმოწერით არ სრულდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, ომის დაწყების შემდეგ, 43 000 ჯარისკაცი დაკარგა. „მე ვთქვი [საფრანგეთში], რომ გვჭირდება სამართლიანი და ძლიერი მშვიდობა, რომელსაც რუსები რამდენიმე წელიწადში არ დაანგრევენ, როგორც ეს უკვე გააკეთეს. ჩვენი ხალხი სიცოცხლის ფასად იცავს საკუთარ სახლს და ჩვენი ჯარისკაცების და ჩვენი მოქალაქეების ყოველი სიცოცხლე ჩვენთვის ღირებულია. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ ბრძოლის ველზე […]