უცვლელია გერმანიის ერთგულება ქართველი ხალხის პროევროპული კურსის მიმართ – ახალი ელჩი

საქართველოში გერმანიის ახალმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, – განაცხადა 27 აგვისტოს გერმანიის საელჩომ.
ელჩისგან სიგელების ასლი წინა დღეს, 26 აგვისტოს ჩაიბარა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ დარჩიაშვილმა.საელჩოს თანახმადვე, ამ დღიდან დიპლომატი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას.
„დაძაბული ურთიერთობები“საელჩო კვლავ ხაზს უსვამს, რომ „იგი საელჩოს ხელმძღვანელობას იწყებს იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები დაძაბულია“.„ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობები“, – აცხადებს საელჩო და კვლავ უსვამს ხაზს ერთგულებას საქართველოს ევროპული კურსისადმი:„გერმანიის ერთგულება ქართველი ხალხისა და მათი პროევროპული კურსის მიმართ უცვლელია. თქვენთან ერთად გვსურს გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები და შევინარჩუნოთ ცოცხალი დიალოგი საზღვრების გარეშე. თქვენც შემოგვიერთდით ამ გზაზე“, – წერია საეჩოს მიერ 27 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ამ შეხვედრაზე „მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას და დაადასტურეს მათი გაღრმავების მზაობა“.
ახალი ელჩები ბერლინსა და თბილისშიინფორმაცია, რომ ელჩად ბარბარა ფოსი ინიჩნებოდა, 2026 წლის 13 აგვისტოს საელჩომ გაავრცელა.მანამდე, 23 ივლისს, საქართველოს დანიშნულმა ელჩმა გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიამ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა – დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ.„იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა გერმანიასთან ურთიერთობებში“, – განაცხადა საგარეო მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
2024 წლის 31 დეკემბერს და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს.გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საწყის ეტაპზევე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების შესახებ;თუმცა გაგრძელდა პროექტები, რომლებითაც, როგორც ბერლინი აცხადებს, საქართველოს ხალხს ეხმარება. გერმანიამ აღარ განაახლა მთელი რიგი პროგრამები.თბილისსა და ბერლინს შორის ვითარება დაიძაბა. გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, – რომელიც ელჩად 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა, – მწვავედ აკრიტიკებდა იმას, რასაც უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას უწოდებდა;„ქართული ოცნების“ ლიდერები მას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და „რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში“ სდებდნენ ბრალს.