ლიბანის განცხადებით, 27 აგვისტოს ქვეყნის სამხრეთზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა ქალი. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ “ჰეზბოლას” დაარტყეს. მათივე თანახმად, დაჯგუფება, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, სამხრეთში მათ ჯარისკაცებს ღამით დაესხა თავს.ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ (NNA) განაცხადა ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების სერიის შესახებ, მათ შორის ქალაქ არაბ სალიმზე, სადაც, მისი ცნობით, დაიღუპა ერთი ქალი, რომელიც „48 საათის დაქორწინებული იყო“, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა.ისრაელის სამხედროების თქმით, დარტყმები მიაყენეს სამხრეთ ლიბანში მდებარე „ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას“, მათ შორის იარაღის საწყობებს.მათივე განცხადებით, ეს დარტყმები მოაწყო “ჰეზბოლას” (აშშ-ში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმის „საპასუხოდ,“ როდესაც მეომრებმა, რომელთაც ირანი უჭერს მხარს, ალი ალ-ტაჰერის ქედზე მოქმედი ისრაელელი ჯარისკაცების მიმართულებით „ორი მოიერიშე დრონი გაუშვეს“, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.ისრაელმა ბოლო დღეებში გააძლიერა თავისი თავდასხმები სამხრეთ ლიბანზე, განსაკუთრებით ნაბათიეს რეგიონში, სადაც სტრატეგიული ალი ალ-ტაჰერის ქედი მდებარეობს.ისრაელმა მანამდე განაცხადა, რომ “ჰეზბოლას” მებრძოლები იქ არსებულ „მიწისქვეშა ტერორისტულ ინფრასტრუქტურაში“ არიან გამაგრებული.15 აგვისტოს ლიბანმა განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, ხოლო ისრაელის სამხედროებმა აღნიშნეს, რომ რეიდები “ჰეზბოლას” “თავდასხმის საპასუხოდ განახორციელეს და დაჯგუფების ორი მეთაური მოკლეს.“ჰეზბოლამ” ლიბანი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში 2 მარტს ჩაითრია. ის ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომში ჩაერთო.ამას მოჰყვა ისრაელის მასშტაბური საჰაერო დარტყმები, მისი ჯარი ლიბანში შეიჭრა, და რასაც, ლიბანის ხელისუფლების ცნობით, 4 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.ისრაელის ძალები მოქმედებენ თვითგამოცხადებულ „უსაფრთხოების ზონაში“, რომელიც ლიბანის ტერიტორიის სიღრმეში, საზღვრის გასწვრივ, დაახლოებით 10 კილომეტრზე ვრცელდება.ძალადობა შემცირდა ივნისში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ფართო კონფლიქტზე ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებისა და იმავე თვის ბოლოს ისრაელსა და ლიბანს შორის ჩარჩო-შეთანხმების მიღწევის შემდეგ.თუმცა, ლიბანი კვლავ იტყობინება ისრაელის მიერ სამხრეთის სოფლებსა და ქალაქებში განხორციელებული დარტყმების, საარტილერიო ცეცხლისა და სამოქალაქო შენობების მასშტაბური დანგრევების შესახებ.