კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქალაქ პერეირაში მიწისძვრას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის მერის, მაურისიო სალასარის ცნობით, დანგრეული შენობების ნანგრევებში ადამიანები არიან ჩარჩენილი.

მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ მანისალესშიც, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. მაშველები შენობების ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ.

ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ჩოკოს დეპარტამენტში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

შეგახსენებთ, კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. მიწისძვრის შემდეგ 2.8 და 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…