“ეს ქალბატონი არის მატყუარა და ცილისმწამებელი. თუ შეიძლება მომითაგეთ ადვოკატი, რა ფორმით შეიძლება ვუჩივლო ცილისწამებაზე მასაც და პოსტივისაც, რომელმაც მსგავსი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა!
2005 წლის იურმალის კასტინგის შემდეგ, სატრანზიტო გზითაც კი არ დამიდგამს ფეხი რუსეთის ტერიტორიაზე! ან გაასაჯაროვეთ ფაქტი, არათუ სადმე ვიმღერე, თუნდაც სტუმრად თუ ვიყავი ერთი დღით მაინც რუსეთში, საზღვრის კვეთა მაინც რომ დამიფიქსირდეს, ბოდიში აქეთ მექნება მოსახდელი. ასე რომ, ან საჯარო ბოდიში მოიხადეთ ან მე გიჩივლებთ ცილისწამების გამო!!!!! ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით! ეს მართლა ფარისეველი იდიოტები!” | წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში და ოცნების პროპაგანდისტებს პასუხობს.ოცნების პროპაგანდისტები მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მომღერლების ნაწილის სიას ავრცელებენ და წერენ, რომ ისინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთში მღეროდნენ.




