ფაქტია, გუნდში სერიოზული კრიზისი აქვთ და თავადაც არ სჯერათ, რომ გაიმარჯვებენ […] ძალიან კარგად იციან, რომ თითოეული მათგანი პოლიტიკურად ნულის ტოლია. აქამდე, ერთადერთი მათი კარტი ბიძინა ივანიშვილი იყო. თუმცა, ეს კარტი იმდენჯერ გამოიყენეს, რომ ის ყავლგასული, გაცვეთილია და შესაბამისად, ვერანაირ რადიკალურ ეფექტს ვერ მოახდენს და ქართულ ოცნებას ახალ სიცოცხლეს ვერ შთაბერავს.