„მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.5%-ს შეადგენს“ – Galt&Taggart

მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.5%-ს შეადგენს,- ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ი ავრცელებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 41.0%-ით გაიზარდა და 5.8 მლრდ დოლარი შეადგინა. ნოემბერში რეზერვები წინა თვესთან შედარებით ასევე 3.8%-ით გაიზარდა (+213.2 მლნ დოლარი).
რეზერვების ცვლილება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების ცვლილებას (+41.2 მლნ აშშ დოლარი თ/თ), მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 დეკემბერს),“ -აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”