მანჯგალაძე: ვინ არის განულებული, ვნახავთ არჩევნებზე – ღარიბაშვილს ჩიპი მაინც შეუცვალეთ

ამოიღეთ ღარიბაშვილის პირველი მოსვლის დროინდელი ჩანაწერი, ამბობდა, რომ რადარებიდან გამქრალია და დავასრულე ნაციონალური მოძრაობაო. 2024 წელს გამოდის და იგივეს ლაპარაკობს. რა ვიცი, ჩიპი მაინც შეუცვალეთ ამ კაცს.
ვინ არის განულებული და ვინ არა, ვნახავთ არჩევნებზე. გაერთიანებებს ვნახავთ, ძალიან ბევრი იქნება გაერთიანება. 5%-იანი ბარიერია და რომც არ უყვარდეთ ერთმანეთი, შეუყვარდებათ პარტიებსა და ლიდერებს.
ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი . მანჯგალაძე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა – “დღეს რომ იყოს, ქართული ოცნება მინიმუმ 60%-ს აიღებდა”.