ცემა წიხლებით და მუშტებით – არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ოპოზიციის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ძლიერი საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში ოპოზიციის ერთ-ერთ წევრს თავს დაახლოებით ათკაციანი დაჯგუფება დაესხა. ინციდენტი მარნეულში იმ დროს მოხდა, როცა ის ელექტროგადამცემ ბოძზე „ლელოს“ საარჩევნო ნომერს აწერდა.

ახალგაზრდას წიხლებითა და მუშტებით სცემდნენ. ელთუნ კარაევმა თავდამსხმელების გადაღება სცადა, თუმცა მობილური წაართვეს და დაუმტვრიეს.

დაზარალებულს სახესა და თავში იმდენხანს ურტყამდნენ, სანამ გონება არ დაკარგა. ამ დროისთვის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ექიმები ზრუნავენ.

როგორც კარაევის ძმა “პირველებთან” აღნიშნავს, ელთუნ კარაევისგან, შულავერის თემის მაჟორიტარობის კანდიდატისგან, ზარი საღამოს შვიდ საათზე შეუვიდა. უთხრა, რომ მოსულები იყვნენ “ოცნების” მხარდამჭერები და მაჟორიტარობის კანდიდატი და მასზე თავდასხმას გეგმავდნენ. როგორც კარაევი ყვება, ამის შემდეგ მისი ძის ტელეფონი გაითიშა.

“ქართული ოცნების” კანდიდატმა, მისმა მომხრეებმა ჩემი ძმა ელთუნ კარაევი სასტიკად სცემეს. ჩემი ძმა არის ახლა კლინიკა ჯეოჰოსპიტალში. ეს სამწუხარო ფაქტია. “ქართული ოცნება” ყოველთვის ცდილობს, ოპოზიციის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენოს. წინასწარ დამირეკა, რომ შეკრებილები არიან, მომზადებულები არიან, ჩემმა ძმამ მითხრა, მოდი, დროზე, დამეხმარე. იმ დროს ჩემი ძმის ტელეფონი გაითიშა. მერე მისმა მეგობარმა მითხრა, რომ შენი ძმა სასიაკდ არის ნაცემიო, – ამბობს კარაევის ძმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…