არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ განმარტავენ თუ რატომ არ დარეგისტრირდა ორგანიზაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ რეესტრში“, ე.წ. FARA-ს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აშშ-ს ფილიალი ამერიკულ FARA-შიც არაა რეგისტრირებული და არც „ქართული ე.წ. FARA-ს ანალოგი არ ეხება მათ“.
„ჩვენი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით ე.წ. ფარას კანონით გათვალისეინებული მოთხივნების შესაბამისად, -შემდეგია:
· არც ამერიკული FARA და არც მისი ქართული თარგმანი არ ვრცელდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, შესაბამისად ეს კანონი ჩვენ არ გვეხება.
· ხელისუფლება აპელირებს, რომ ე.წ. ქართული ფარა ამერიკული ფარას ანალოგია, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აშშ-ს ფილიალი ამერიკულ ფარაში რეგისტრირებული არ არის.
· ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ქმედებები, ჩვენი ორგანიზაციის მიმართ არის უკანონო. მან საკუთარ თავს მიანიჭა უფლებები, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის.
· „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმიანობა, 25 წელზე მეტია არის, კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოვლენა და კორუფციასთან ბრძოლა, არჩევნების დროს დარღვევების გამოვლენა, უფასო იურიდიული კონსულტაციებით ათასობით მოქალაქის დახმარება, მიწის რეგისტრაციაში დახმარება, ასობით უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის დახმარება, სახელმწიფო ინსტიტუტების და რეფორმების ხელშეწყობა, მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, საჯარო სამსახურის შესაძლებლობების განვითარება და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
· ივანიშვილი/ კუპრაშვილის ბიუროს ამ ქმედებების მთავარ მიზანს, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დევნა წარმოადგენს. ასევე, მათი მიზანია საქართველოში რუსული ტიპის კლეპტოკრატიული მმართველობის სიატემის დამყარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
