თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
სასამართლო პროცესს თავად ნიკა მელია არ ესწრება.
როგორც ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, დაკავებული ადამიანის ხელმეორედ დაკავება არალოგიკურია და მიიჩნევს, რომ ამ პროცესების უკან გარკვეული გეგმაა, რომელიც უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
„ნიკას პოზიციაა, რომ მოსამართლე კრიმინალური ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე არ დაინტერესებულა მისი დაკავების დეტალებით, ამიტომ ნიკას მხრიდან წყლის შესხმა პროტესტის ნაწილი იყო”,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…