ელენე ხოშტარია – ნიკა მელია, მორიგ ჯერზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია – სისტემას არ გამოუვა მისი დაშინება, არც მისი პოლიტიკური პოზიციისა და ბრძოლის ცვლილება

ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძეც თავისი პრინციპული გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში, ამიტომ სისტემას არაფერი გამოუვა.
ნიკა მელია, მორიგ ჯერზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია, – ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენა.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, სისტემას არც ნიკა მელიას დაშინება და არც მისი პოლიტიკური პოზიციისა და ბრძოლის ცვლილება გამოუვა.
„ბუნებრივია, მორიგ ჯერზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია ნიკა მელია, რომელიც განსაკუთრებული კრიმინალური ფორმით გაიტაცეს და ამას ერქვა მხოლოდ და მხოლოდ გატაცება. ამასთანავე, რეპრესიებს აქვს აზრი, როცა შენ შეგიძლია ადამიანი გატეხო, შეაშინო ციხეში ჩაჯდომით. ყველას ახსოვდეს, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძეც თავისი პრინციპული გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში. ამიტომ სისტემას არაფერი გამოუვა, არც მისი დაშინება, არც მისი პოლიტიკური პოზიციისა და ბრძოლის ცვლილება. ამასთანავე მინდა ვუთხრა საზოგადოებას და მათ, იმედია, ციხეში გვისმენენ, რომ 23 ივნისის კვირაში, PACE -ში ჩანიშნულია დებატები, რომელზეც ცალკე ნიკას მელიას, ნიკა გვარამიას და ზურა ჯაფარიძის საკითხი იქნება განხილული. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და საერთაშორისო ასპარეზზე ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება. უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…