ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმაზე ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მოსამართლისთვის წლის შესხმაზე ბრალი წაუყენა.
მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით), რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…