ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, 20 ივნისს წარუდგნენ.
როგორც მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განმარტა, მას კომუნიკაცია ჰქონდა გამომძიებელთან, რომელმაც არ დაუკონკრეტა, რატომ აპირებენ ხვალ ამ საქმესთან დაკავშირებით საპატიმრო დაწესებულებაში მელიასთან შესვლას, თუმცა უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სწორედ ხვალ,20 ივნისს წაუყენებენ ბრალს.
“გამომძიებელთან მქონდა კომუნიკაცია და ხვალ, 13:00 საათზე ნიკასთან აპირებენ შესვლას ამ კონკრეტულ საქმეზე. ჯერ არ დაუკონკრეტებიათ, ბრალს წარუდგენენ თუ არა, საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებზეო, მითხრეს, ბრალი არ დამიდასტურეს, ხვალ გეტყვითო, მაგრამ, სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ”, – აღნიშნა ადვოკატმა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობის გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…