“ასეთი სიგიჟეებითაა გაჯერებული ევროპარლამენტის რეზოლუცია…” – რას წერს ნინო წილოსანი

ქართული ოცნების გუნდის წევრი, ნინო წილოსანი:
“თქვენი აზრით, რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?
იმიტომ, რომ მზია ამაღლობელის საქმეც იმავე ბედს გაიზიარებს, რაც მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ა.შ სხვა საქმეებმა დღეს ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელი ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილის რიგებს შეუერთა — ერთი რეზოლუციით მიხეილ სააკაშვილის საჩქაროდ გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ახალი რეზოლუციით კი ამ მოთხოვნას მზია ამაღლობელის გათავისუფლებაც დაუმატეს
ცნობისათვის, ასეთი სიგიჟეებით არის გაჯერებული ევროპარლამენტის რეზოლუცია: “მზია ამაღლობელი ისჯება კორუფციის გამოაშკარავებისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის“

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…