რაჟდენ კუპრაშვილი – FARA-ს კანონში არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება

FARA-ს კანონში არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კუპრაშვილი აღნიშნავს, „FARA-ს კანონი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და რაიმე სახის სამუშაოების შეზღუდვასთან არანაირად არ არის კავშირში“.
კუპრაშვილის განცხადებითვე, ბიურო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით „ყველა დაინტერესებულ მხარესთან“ სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებს.
„აქ არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც ასე ვთქვათ, დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.
„აგენტის“ განმარტება კანონშია მითითებული. ხვალ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ვინაიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჩვენ მოგვიწია სამუშაო შეხვედრების რამდენიმე დღის დამატება“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან” დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია