წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევისას, სამედიცინო შემოწმების მიზნით სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობა, პირის 1000 ლარით დაჯარიმების საფუძველი გახდება

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისას, სამედიცინო შემოწმების მიზნით სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობა, პირის 1000 ლარით დაჯარიმების საფუძველი გახდება.
ამჟამად 1000 ლარიანი ჯარიმა გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით, გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობაზე.
ეს ერთ-ერთია იმ მთელ რიგ ცვლილებებს შორის, რომელსაც პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს. ცვლილებები კი „თავდაცვის კოდექსში“ და მასთან ერთად „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.
კანონპროექტთა პაკეტი თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი