“ჩვენ გხედავთ” – თბილისში საპროტესტო მარში მიმდინარეობს

“ჩვენ გხედავთ” ამ სახელწოდების მარში თბილისში ამ წუთებში მიმდინარეობს.
მსვლელობის მონაწილეები, მეტრო “სამედიცინო უნივერსიტეტიდან”, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ხოლო შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების შენობებისკენ გაემართებიან.
“ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სამასზე მეტი მოქალაქე სცემეს, აწამეს და დაატყვევეს თავისუფლების, განვითარების, უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის გამო. საპოლიციო ძალები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სუსი არა მხოლოდ უმოქმედო, არამედ თანამზრახველიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის სპეცოპერაციაში.
რეჟიმის მიზანი საქართველოს დაცლა და დასუსტებაა. ჩვენი მიზანი – საქართველოს გაძლიერება და განვითარებაა.
ჩვენი მთავარი მოთხოვნები – “გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა” და “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” უცვლელია!”, – წერია მსვლელობის აღწერაში.