თბილისს ახალი პროკურორი, გენერალურ პროკურორს კი ახალი მოადგილე ჰყავს – საკადრო ცვლილებები

პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, გენერალური პროკურორის მოადგილედ კი — ზურაბ ბელთაძე.
ბელთაძეს პროკურატურაში მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება აქვს. გვარაკიძე ამ დანიშვნამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურში, სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.
თბილისის ყოფილი პროკურორი ლევან გეგეჭკორი სასაზღვრო პოლიციაში გადავიდა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს