გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 4 წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით. მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლობიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის. მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის.
მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის.როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში”, – წერს შინჯიკაშვილი.