„ქართული ოცნების“ ყრილობაზე ონლიანმედიებს არ დაუშვებენ

7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ონლიანმედიებს არ დაუშვებენ.

„პუბლიკას“ პარტიის პრესსამსახურში ეუბნებიან, რომ „შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე“, ღონისძიებას ონალინმედიებიდან ჟურნალისტები ვერ დაესწრებიან.

პრესსამსახური ამბობს, რომ ყრილობა პირდაპირი ეთერით გაშუქდება და მსურველებს შეეძლებათ თვალი ადევნონ. მოგვიანებით გახდება ცნობილი სად და რომელ საათზე გაიმართება ღონისძიება. პარტიაში აცხადებენ, რომ დეტალებთან დაკავშირებით ანონსს გაავრცელებენ.

7 მაისს ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს განაცხადა, რომ პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა