უკრაინული ბალისტიკის შექმნას მაქსიმალურად ვაჩქარებთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თათბირი გამართა, რომელიც სამხედრო ავიაციის განვითარების საკითხებს და სარაკეტო პროგრამას ეხებოდა. მისი თქმით, უკრაინული ბალისტიკის შექმნა მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად დავაჩქაროთ უკრაინული ბალისტიკის შექმნა. ჩვენი დიაპაზონი უკრაინის მკაფიო და ეფექტური უსაფრთხოების გარანტიაში მდგომარეობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიღებული იყო გარკვეული საკადრო გადაწყვეტილებები, რათა სამხედრო ავიაცია უფრო ძლიერი გახდეს.
„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ კარგი შედეგები გვაქვს და მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჩვენი სამხედრო ავიაციის განვითარებაში წვლილი შეაქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მარტში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალმა უკრაინულმა რაკეტა „ნეპტუნმა“ ტესტირება წარმატებით გაიარა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…