აშშ-ის ცენტრალურ ნაწილს შტორმების ტალღამ გადაუარა, რომელსაც თან ახლდა ძლიერი ტორნადო. CNN-ის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მხირე 33 ადამიანი, რამდენიმე დაკარგულად ითვლება. 250 ათას სახლზე მეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ქარიშხალმა განსაკუთრებით დააზარალა მისისიპის, მისურის, ტეხასის, ოკლაჰომას. კანზასისა და არკანზასის შტატები.
არკანზასის გუბერნატორმა სარა სანდერსმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
დაღუპულთა ნაწილი ცუდი ხილვადობის გამო, ავტოავარიებს ემსხვერპლა. ოკლაჰომაში, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
