კოლორადოს გუბერნატორი, ჯარედ პოლისი: კოლორადოში ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლებას. ჩვენ არ მოვემსახურებით სასტიკ რუს დიქტატორს

“კოლორადოში ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლებას. ჩვენ არ მოვემსახურებით სასტიკ რუს დიქტატორს, რომელიც არ არის ამერიკის, ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი მომავლის მეგობარი. უკრაინის შესაძლებლობა, რომ დაიცვას მისი თავი პუტინის არალეგალური, სასტიკი თავდასხმისგან, არის კრიტიკული მათი თავისუფლებისთვის, უკრაინელი ხალხის მომავლისთვის და მნიშვნელოვანია ამერიკული გლობალური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამერიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასა და საზღვრებს გარეთ დემოკრატიის დაცვაში. კოლორადო განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას” – წერს კოლორადოს გუბერნატორი, ჯარედ პოლისი X-ზე და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარ კამათს ეხმაურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ჭიტაშვილი – ჩორჩანას მთელი ისტორია სტრატეგიულ დონეზე იყო პრინციპული და სუვერენული საქართველოს პატარა გამოვლინება, ხოლო ტაქტიკურ დონეზე, საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოების სხვადასხვა წრეების თანამშრომლობის სამაგალითო შედეგი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე – ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის და საქართველოს ევროპას კიდევ უფრო აშორებს