აზერბაიჯანიდან საქართველოში ევრო 5-ბენზინის მოწოდების თარიღი უცნობია – ბაზარზე უმთავრეს გამოწვევას კონტრაბანდა სახელდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ არ იცის, როდის დაიწყება აზერბაიჯანიდან საქართველოში ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის შემოტანა.
“აზერბაიჯანი საიმედო ბაზარია, სადაც საწარმოო გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობდა, რაც ბენზინზე ევრო 5-ის სტანდარტის დაწესებას უკავშირდებოდა. ველოდით, რომ აღდგებოდა ბენზინის მოწოდება, მაგრამ ჯერ ჯუდევ არ ვართ ინფორმირებული და ვერ გეტყვით, რა ხდება ამ მიმართულებით. ვიმედოვნებ, რომ აზერბაიჯანიდან მოწოდება უახლოესი თვეების განმავლობაში განახლდება, რაც ფასთა რეგულირებაში ძალიან შეგვიწყობს ხელს. ახლა მხოლოდ დიზელის საწვავი შემოდის. “სუპერის” და “პრემიუმის” ტიპის ბენზინს აზერბაიჯანი თვითონ ყიდულობს ევროპაში,” – ამბობს იობაშვილი და კონტრაბანდაზეც საუბრობს. მისი შეფასებით, საქართველოს საწვავის ბაზარზე უმთავრესი გამოწვევა სწორედ კონტრაბანდაა.
“გამოწვევაა კონტრაბანდა, რომელიც საქართველოში ცხინვალის რეგიონიდან და დან შემოდის. კონტრაბანდა ყოველ წელს გვქონდა, მეტ-ნაკლებად შარშანაც, ეს ღუპავს ქვეყნის ეკონომიკას და მეტი ყურადღებაა ამ მიმართულბით საჭირო,” – ამბობს იობაშვილი.
წყარო: რეზონანსი