ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საინტერესო ამბავი - 20 ტურის შემდეგ იტალიაში ჯერაც წაუგებელ "იუვენტუსს", ერთ-ერთი ცუდი სეზონი აქვს

საინტერესო ამბავი - 20 ტურის შემდეგ იტალიაში ჯერაც წაუგებელ "იუვენტუსს", ერთ-ერთი ცუდი სეზონი აქვს

იტალიის სერია A-ს დაწყებიდან 20 ტური მიილია და "იუვენტუსი" ჯერაც დაუმარცხებელია, მამგრამ აღმოჩნდა, რომ ტურინულ გრანდს დაგროვილი ქულებით ბოლო 15 წელში ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონია.
"ვეკია სინიორამ" გამარჯვება მხოლოდ 7 შეხვედრაში მოახერხა, 13 დაპირისპირება კი ფრედ დაასრულა. შედარებისთვის, გასულ სეზონში მასიმილიანო ალეგრის "იუვენტუსს" ამ დროისთვის 15 ქულით მეტი ჰქონდა დაგროვილი.
ბოლოს ამაზე ცუდი შედეგი 20 ტურის შემდეგ "ბებერმა ქალბატონმა" 2009/10-წლების სეზონში დააფიქსირა და მაშინ სერია A-ში გუნდი მე-7 ადგილზე გავიდა.
ტურინელებს ამ დროისთვის 34 ქულა აქვთ, მე-5 ადგილზე არიან და
18 იანვარს "მილანს" მასპინძლობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.