დღეს, 19 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების საკითხს განიხილავენ.
“კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა შეიძლება მიმართონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, შეხვედრაზე უკრაინის საკითხიც განიხილება, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვევა.