პაველ ჰერჩინსკი: ის, რაც ხდება საქართველოში ბოლო დღეებში, ცხადად მოითხოვს სანქციებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის ს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციებისთვის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნებაა საჭირო, საქართველოში ბოლო დღეებში რაც ხდება “ცხადად მოითხოვს სანქციებს”.
ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ელჩის თქმით, ევროკავშირის ლიდერები საპასუხო ზომებზე ორშაბათს შეთანხმდებიან.
“ვფიქრობ, უმრავლესობა ჩვენგანმა, ევროპულმა ქალაქებმა მივაღწიეთ ეტაპს, როცა უნდა ვიმოქმედოთ. უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ იქნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები ორშაბათს. ყველა ზომა მაგიდაზეა.
საქართველოს წლების განმავლობაში ჰქონდა პრივილეგირებული ურთიერთობა ევროკავშირთან. შევთავაზეთ ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე უვიზო მიმოსვლა, საბოლოოდ, საქართველოს მიენიჭა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც ხდება ბოლო 12 დღეში, სრულიად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან. ამ პრივილეგირებულ ურთიერთობაზე უნდა დავფიქრდეთ და ზუსტად ასე მოხდება.
სანქციების დაწესების საკითხს რაც შეეხება, ამისთვის საჭიროა 27 ქვეყნის ერთსულოვნება, თუმცა რაც ხდება საქართველოში ბოლო დღეებში, ცხადად მოითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. თუ მივაღწევთ ერთსულოვნებას, ეს დამოკიდებულია 27 დედაქალაქზე. იმედი მაქვს, ძალიან რთული იქნება ნებისმიერი დედაქალაქისთვის უგულებელყოს ძალადობისა და სისასტიკის დონე. დაველოდოთ ორშაბათს”, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობის განხილვაზეც ისაუბრა.