NATO-ს წევრები თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 2%-ის ნიშნულის აწევას ლობირებენ

NATO-ს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გაზრდილი რუსული საფრთხის გამო თავდაცვის ბიუჯეტისთვის მშპ-ს 2%-ის გამოყოფის ნიშნულის გაზრდას უჭერენ მხარს. როგორც ცნობილია, ამის შესახებ დისკუსიები ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე გაიმართება, რომელიც 9-დან 11 ივლისამდე გრძელდება.
“ჩვენ დავინახეთ წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ტიპის ვალდებულებისკენ ჰააგის სამიტზე. ჩვენ გვინდა, რომ ეს ნიშნული ავიდეს 2.5 ან 3%-მდე” – თქვა ს თავდაცვის პოლიტიკის მდივნის მოადგილემ ტუული დუნეტონმა გამოცემა Semafor-თან საუბრისას.
დუნეტონის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ლიდერების უმეტესობა ამტკიცებს, ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგში თავდაცვის ბიუჯეტის ნიშნულის გაზრდა არ დგას, უფრო და უფრო მეტი თავდაცვის მინისტრი საუბრობს, რომ 2% საკმარისი არ არის.
ესტონეთი ალიანსის მეორე სახელმწიფოა თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ს წილის მიხედვით და წლების განმავლობაში მოუწოდებს სხვა წევრებს, გაზარდონ თავდაცვის დაფინანსება. მშპ-ს დათქმულ 2%-იან ნიშნულს პირველად 2024 წელს NATO-ს 32 წევრი სახელმწიფოდან 23-მა მიაღწია.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ასევე მოუწოდა ალიანსის წევრ ქვეყნებს თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ს 3% გამოყონ. თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე ასევე საჯაროდ ისაუბრეს დიდი ბრიტანეთის და ლატვიის ოფიციალურმა პირებმა. თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხმა წინ წამოიწია მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო ს დებატებისას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის ნებას დართავს რუსეთს, რაც უნდა ის გაუკეთოს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც თავდაცვის ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ.