კალაძე ევროპელ მინისტრებზე: ყველა განვითარებული ქვეყანა პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყნებში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან.
თბილისის მერი, ოთხი ევროპული ქვეყნის, ლიტვის, ლატვიის, სა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლას გამოეხმაურა.