რესტორან ბუშმალას მფლობელი და შეფი, ნოდარ ტურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციამ ბუშმალაში მიაკითხა და ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით წაიყვანა.
“ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო”. – წერს ტურაშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, სად წაიყვანა ტურაშვილი პოლიციამ. დეტალების გასარკვევად ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.