ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში ორი მატჩი ჩატარდა.
„ტორპედო“, რომელსაც არაბიძე დაუბრუნდა, სტუმრად „თელავთან“ უგოლო ფრით დაკმაყოფილება მოუწია და 16 ქულით მეოთხე ადგილზეა. „თელავი“ კი 10 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.
„იბერია 1999“-მა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად გასვლაზე „თელავს“ 3:2 სძლია და 22 ქულით გალიდერდა. „სამგურალი“ 5 ქულით მეცხრე ადგილზეა.
თელავი – ტორპედო 0:0
სამგურალი – იბერია 1999 2:3
გოლები: 0:1 ქარდავა (6), 1:1 ჩიხლაძე (26), 2:1 ფანცულაია (32), 2:2 ო.მამაგეიშვილი (52), 2:3 მარკოვინა (75, საკ. კარში)