კახა კალაძე – დეპორტირებული პირები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებას გააჩნია

დეპორტირებული პირები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებას გააჩნია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ რა პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას დეპორტირებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, თუ არ აქვთ საცხოვრებელი, შეუძლიათ მიმართონ დედაქალაქის მერიას.
„ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებას გააჩნია. თუ არ აქვთ საცხოვრებელი, მაგალითად, შეუძლიათ მიმართონ დედაქალაქის მერიას. დედაქალაქის მერია პირველ ეტაპზე ქირას უზრუნველყოფს. თუ სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს ადამიანს, ის იღებს უსახლკაროს სტატუსს და მუნიციპალიტეტი გადასცემს მუნიციპალურ საცხოვრებელს, ბინით იქნება უზრუნველყოფილი. ეს პროგრამა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და წარმატებულად მიმდინარეობს. დაპირებაა, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება და ეს დაპირება შესრულებული იქნება“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი