51 წლის კამერონ დიასი მეორე შვილის დედა გახდა – ” ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო” – Marao

51 წლის კამერონ დიასი მეორე შვილის დედა გახდა – ” ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო” – Marao
ჰოლივუდის მსახიობის პირველი შვილი 2019 წელს დაიბადა, ცოტა ხნის წინ კამერონი მეორედ გახდა დედა. დედობამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. წარსულში ყველაზე ცნობილი მსახიობი დღეს უარს ამბობს დიდ ეკრანზე გამოჩენაზე. მის ცხოვრებაში მთავარი პრიორიტეტი ოჯახია.
„მოხარული ვართ გაცნობოთ ჩვენი ვაჟის, კარდინალ მედენის დაბადების შესახებ. ბავშვის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობისთვის, ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ ფოტოებს, მაგრამ ის ძალიან საყვარელია. უამრავ სიყვარულს გიგზავნით” – დაწერა კამერონმა 23 მარტს.
მიყვარს დედად ყოფნა! ეს საუკეთესო პერიოდია. ძალიან მადლობელი და ბედნიერი ვარ, ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და ძალიან გამიმართლა, რომ ეს ბენჯისთან ერთად გავიარე. მშვენივრად ვატარებთ დროს“, – ამბობდა დიასი.
კამერონ დიასის კარიერა კი უბრალო შემთხვევითობით დაიწყო. 1994 წელს, უკვე საკმაოდ ცნობილმა მოდელმა, კომედიაში “ნიღაბი” როლი მხოლოდ ლამაზი გარეგნობის გამო მიიღო. რეჟისორმა ჩაკ რასელმა ჯერ არაფერი იცოდა ვარსკვლავის დრამატული მონაცემების შესახებ და პროექტში მხოლოდ იმიტომ მიიწვია, რომ ანა ნიკოლ სმიტს ჰგავდა. თავდაპირველად სწორედ ნიკოლი ჰყავდა გათვალისწინებული ამ როლზე, მაგრამ მოდელმა კასტინგზე ცუდად ითამაშა, ამიტომ მასზე რეჟისორმა უარი თქვა. კამერონი მხოლოდ მის შემცვლელად განიხილებოდა, თუმცა მაყურებლებმა და კრიტიკოსებმა ის ძალიან თბილად მიიღეს. ამიტომ კამერონის კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა.
· 2015 წლის იანვარში დიასი ჯგუფ Good Charlotte-ის გიტარისტს და ბექვოკალისტს ბენჯი მედენს გაჰყვა ცოლად. 2019 წელს კი ქალიშვილი რედიქსი შეეძინა.
სწორედ მისი დაბადების შემდეგ გამოაცხადა კამერონ დიასმა, რომ სამსახიობო კარიერას აპაუზებდა, რათა მთლიანად მიეძღვნა თავი ოჯახისა და შვილისთვის. მას შემდეგ კი კარიერას აღარ დაბრუნებია.

ასევე დაგაინტერესებთ